მანჩესტერ იუნაიტედმა ინგლისის ლიგის თასი მოიგო

საქართველო, თბილისი - 10:29 | 27.02.2017
ნანახია: 1646

”მანჩესტერ იუნაიტედმა” ინგლისის ლიგის თასის ფინალში ”საუთჰემპტონი” დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა და ტიტულის მფლობელი გახდა.

”საუთჰემპტონის” კარში  იბრაჰიმოვიჩმა და ლინგაარდმა გოლები პირველ ტაიმში გაიტანეს, თუმცა ტაიმის მიწურულს მანოლო გაბიადინიმ ჯერ სხვაობა შეამცირა, ხოლო მეორე ნახევრის დასაწყისში ანგარიში გაათანაბრა. დარჩენილ დროში ორივე გუნდი ცდილობდა გოლის გატანას, საბოლოოდ 89-ე წუთზე  იბრაჰიმოვიჩმა თავური დარტყმით დუბლი შეასრულა.

”მანჩესტერ იუნაიტედმა” ინგლისის ლიგის თასი მეხუთედ მოიგო.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე