ფეხბურთელმა მეტოქე სიკვდილს გადაარჩინა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 14:27 | 27.02.2017
ნანახია: 2148

ჩეხეთის საფეხბურთო კლუბის მოთამაშემ მოწინააღმდეგე გუნდის დაშავებულ მეკარეს პირველი დახმარება დროულად აღმოუჩინა და მისი სიცოცხლე იხსნა.

ჩეხეთის ჩემპიონატში ”ბოგემიანსისა” და ”სლოვაცკოს”  შეხვედრის 29-ე წუთზე, მასპინძელთა გოლკიპერი მარტინ ბერკოვეცი ბურთის მოგერიებისას, თანაგუნდელს შეეჯახა და გონება დაკარგა. ”სლოვაცკოს” თავდამსხმელი  ფრანსის კონე არ დაიბნა და დაშავებულს პირველი დახმარება აღმოუჩინა.

ექიმებმა ”ბოგემიანსის” მეკარე საავადმყოფოში გადაიყვანეს. მან მთელი ღამე კლინიკაში გაატარა, დილით კი  ”სლოვაცკოს” ფეხბურთელს მადლობა Facebook-ის მეშვეობით გადაუხადა.

 







არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე