შორენა თეთრუაშვილი პროკურატურაში დაიბარეს

საქართველო, თბილისი - 15:06 | 23.02.2017
ნანახია: 1554

ე.წ. ციანიდის საქმეზე, საქართველოს პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი პროკურატურაში მოწმის სახით არის დაბარებული. საპატრიარქოს იურისტ ედიშერ ქარჩავას ინფორმაციით, შორენა თეთრუაშვილი დაკითხვაზე ადვოკატთან ერთად მივა, თუმცა როდის დაკითხავს გამოძიება პატრიარქის მდივან-რეფერენტს უცნობია. ქარჩავა ამბობს, რომ დეტალები ამ დრომდე ზუსტდება.

„ზუსტდება გარემოება ჯერ კიდევ, სავარაუდოდ მოხდება და სავარაუდოდ ერთად წავალთ. დაბარებულია, უბრალოდ ჯერ არ ვიცი დრო, სად, რა, როგორ,“-განაცხადა  ,,რუსთავი 2“- თან საუბრისას ედიშერ ქარჩავამ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე