მთავარი გასაჭირი ჩვენი მაიკო ასათიანის გასაჭირია - ნიკა გვარამია

საქართველო, თბილისი - 14:52 | 23.02.2017
ნანახია: 2238

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თოქ-შოუ „პროფილის“ წამყვანის მაია ასათიანის შვილი ნუცა მახვილაძე ავად გახდა და მძიმე მდგომარეობაში, საფრანგეთის საავადმყოფოშია მოთავსებული. ნუცა მახვილაძე საფრანგეთში სასწავლებლად იმყოფება.

მაია ასათიანის შვილის ზუსტი დიაგნოზი ამ დროისთვის უცნობია.

მაია ასათიანის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას სოციალური ქსელის საშუალებით „რუსთვი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ეხმაურება.

„ახლა ჩვენთვის, „რუსთავი 2“-ელებისთვის“, მთავარი გასაჭირი ჩვენი მაიკო ასათიანის გასაჭირია! ყველანი შენს გვერდით ვართ! გვიყვარხარ და ყველაფერს გავაკეთებთ შენი ნუცას გადასარჩენად!“, - მიმართვს ნიკა გვარამია მაია ასათიანს სოციალური ქსელის საშუალებით.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე