31 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური არჩევნებია

საქართველო, თბილისი - 11:52 | 30.10.2015
ნანახია: 1752

31 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური არჩევნებია.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ ორგანიზაციის 49 დამკვირვებლის საშუალებით განახორციელებს არჩევნების დღის მონიტორინგს.

საქართველოს პარლამენტის არჩევნები №11 საგარეჯოსა და №65 მარტვილის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გაიმართება,  რაც შეეხება, საკრებულოს შუალედურ არჩევნებს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს შუალედური არჩევნები საგარეჯოს, დმანისის, ვანისა და ხობის მუნიციპალიტეტების ოთხ ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე