ხუხაშვილი: ხელისუფლება გრძნობს თავს კომფორტულად, რაც უნდა დააშავონ, ყველაფერი ივანიშვილს ბრალდება

საქართველო, თბილისი - 16:33 | 29.10.2015
ნანახია: 2170

ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შეფასების მიზნით „პრაიმნიუსჯორჯია“, ექსპერტ გია ხუხაშვილს ესაუბრა:

-როგორც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, ორი წლის განმავლობაში პრეზიდენტის მრჩევლის თანამადებობის რიგში მდგარხართ, რომელიც ბოლოს „მემარჯვენე“ ფიქრია ჩიხრაძემ დაიკავა. თქვენი და ყოფილი პრემიერის ცნობილი ურთიერთობებიდან გამომდინარე, იქნებ განმარტოთ, რაში მდგომარებს მესიჯის ქვეტესტი, არის თუ არა ეს თქვენი პერსონისადმი მისი მხრიდან პირადი დამოკიდებულების გამოხატულება?

-რა თქმა უნდა, ჩემი მოსაზრებები მაქვს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩემთვის ძვირფასი ადამიანია და მასთან ურთიერთობას უფრო პირად განზომილებაში ვუყურებ, ამიტომ ჩემი მოსაზრებების გამოთქმისგან თავს შევიკავებ. მაინც მგონია, რომ ჩვენი ურთიერთობებიდან გამომდინარე, მისი მხრიდან უფრო ხუმრობა იყო, რადგან მან იცის ჩემი დამოკიდებულებები, რომ თანამდებობა არც არასდროს მინდოდა და კონკრეტულ შემოთავაზებებზეც უარს ვაბობდი. სხვა დასკვნას ვერ ვაკეთებ: ბიძინა ივანიშვილმა იხუმრა! რაც შეეხება პრეზიდენტთან ჩემს ურთიერთობას, მან ასევე მშვენივრად იცის, რომ ჩვენ მეგობრები ვართ. მერწმუნეთ, მეგობრობა ნაბისმიერ თანამდებობას სჯობია. ერთი და იგივე გრძნობები მაკავშირებს გიორგი მარგველაშვილთან და ბიძინა ივანიშვილთან. პირად ჭრილში, მის მიმართ დიდი ვალდებულებები მაქვს, რომელიც მთელი ცხოვრება გამყვება. ეს არის მაქსისმუმი, რისი თქმაც შემიძლია.

-ხშირად პოლიტიკური პროცესების დაძაბვა, საზოგადოების თვალში მღელვარებისა და არასასიამოვნო შეგრძნებების გაჩენა ძირითადად ხელისუფლების სხვადასხვა შტოებში, შიდა პოლიტიკურ წრეებში და პირად ურთოერთობებში წყენების შედეგად ხდება. ხომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ თქვენი კრიტიკაც გიორგი მარგველაშვილის „დამსახურებაა“, რადგან დიდი ხანია, ბიძინა ივანიშვილი გიორგი მარგველაშვილს შემოსწყრა?

- ვფიქრობ, რომ პიროვნული მომენტი საკმაოდ მძლავრად არის წარმოდგენილი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი პოლიტიკურ ელემენტებსაც შეიცავს, მაგრამ პიროვნული ფაქტორი საკმაოდ მძლავრია. ყოფილ პრემიერს რომ თავი რომ დავანებო და ზოგადად ვილაპარაკოთ, როდესაც ქვეყანაში პოზიციტივი ცოტაა და მომავლის განვითარების კუთხით პროგრესი დამაკმაყოფილებელი არ არის, იქ ჩნდება გარკვეული დაძაბულობა. სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ამ მიზეზის გამო, მთელი ყურადღება მიემართება ნეგატივისკენ. აქ უკვე პიროვნულ-პოლიტიკური ერთმანეთშია ახლართული და რა ხდება, უკვე ვეღარ გაიგებ. ყველანი დაახლოებით ამ ვითარებაში ვიმყოფებით. ის, რომ ხელისუფლება ქვეყანაში განვითარებულ პროცესებს მთლიანობაში „ნაციონალური მოძრაობის“ პრიზმაში უყურებს, ეს არის პირდაპირი დასტური იმისა, რომ ხელისუფლებას არა აქვს პოზიტიური ენეგრგია. იმის ნაცვლად, რომ საზოგადოებას კონკრეტული კეთილდღეობა, ნათელი მომავალი, პროცესები ისევ „თითის გაშვერის“ ჭრილში გადაჰყავს. ასეთ ვითარებაში, სად არის პიროვნული ფაქტორი და სად-პოლიტიკური, ძალიან ძნელი გასარკვევია.

-როგოც ვხვდები, ხელისუფლების მხრიდან საკუთარი არაეფექტურობისა და შეცდომების გადასაფარად, დაძაბულობის ფონი ხელოვნურად არის შექმნილი, რაც მთლიანობაში მხოლოდ ქვეყნის ინტერესებს აზარალებს. თქვენ როგორ ფიქრობ?

-საქმე იმაშია, რომ ასეთი რამ ამ ქვეყანაში პირველად არ ხდება და ბევრჯერ გვინახავს. დაწყებული სამოქალაქო ომიდან, სადაც პიროვნულიც იყო, პოლიტიკურიც და საშინელ უბედუფრებაში გავეხვით, მერე იყო შევარდნაძე-აბაშიძის დუეტი, მერე „ვარდების რევოლუცია“, სადაც ასევე ერთმანეთში აიზილა პიროვნულ-პოლიტიკური ფაქტორები და დღესაც იგივე წრეზე ვტრიალებთ. სამწუხაროდ, არა მხლოდ ხელისუფლება, არამედ „ნაციონალური მოძრაობაც“ ცდილობენ, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები წარმოადგინონ, როგორც მათ შორის არსებული დაპირისპირება, თითქოს მათ გარდა, ქვეყანაში არავინ იყოს. სინამდვილეში, ასე არ არის, მათი ჯამური მაჩვენებელი დღევანდელ საქართველოში უმცირესობაშია და საზოგადოების უდიდეს ნაწილზე ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს. მათი „საქმის გარჩევები“ არავის აინტერესებს. ხელისუფლებას მოეთხოვება, რომ იფიქროს იმ ადამიანებზე, რომლებიც უმრავლესობაში არიან და ამის ნაცვლად, ფაქტიურად, ხელისუფლება „ნაციონალებთან“ ერთად ამ ადამოანებს ეუბნება, რომ ჩვენ თქვენ არ გვაინტერესებთ, რადგან ჩვენი საქმე გვაქვს გასარჩევიო. აი, ამ პროცესში ზარალდება მთლიანად სახელმწიფო.

- ყველაფერს შეიძლება ქონდეს ობიექტური და სუბიექტური მიზეზები. ბოლო წლებმა აჩვენა, რომ 2012 წლის შემდეგ, ხელისუფლებას რამდენჯერაც გაუჭირდა, უკვე მერამდენედ, ინტერნტსა და მედიის საშუალებით ფართო საზოგადოებას შეახსენეს წინა ხელისუფლების მოღვაწეობის ის ბნელი მხარე, რასაც იგივე საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა 2012 წლის საპარლამენტო არჩვენების დროს თავად გასცა პასუხი. თქვენი აზრით, ერთ წრეზე ტრიალით, რას შედეგის მიღებას ცდილობს ხელისუფლება?

-ძალიან მძიმეა და არ მინდა პირდაპირ ხელისუფლებისკენ ხელი გავიშვირო, მაგრამ ამაშია საქმე, რომ როცა, ქვეყნის მოსახელობას პოზიტივს ვერ აჩვენებ და ხვდები, რომ შენი ავტორიტეტი შეზღუდულია, გადადიხარ ნეგატივზე. ნებისმიერი ხელისუფალი ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან დაწყებული, ცდილობს, საზოგადოებას „პური და სანახაობა“ მიაწოდოს. დემოკრატიულობისა და ჯანსაღი განვითარების ხარისხი განისაზღვრება იმით, რა უფრო მეტია. როდესაც პური შემოაკლდება, ამ შემნთხვევაში ბალანსი სანახაობის სასარგებლოდ ირღვევა და შესაბამისად, ეს დემოკრატიულობის ხრისხს დაბლა წევს. რაც მეტია კეთილდღეობა, მით მეტია დემოკრატიულობის ხარისხი და მოვლენების სიმწვავეც ცხრება. ნებისმიერ თანამდეროვე საზოგადოებაში, რეალურად წამყვანი თემა კეთილდღეობაა. იგივე დასავლეთი, რომელზეც მუდმივად ვლაპარაკობთ, რა არის მისი ფუნდამენტი, რაზეც მეტ-ნაკლებად მისი სტაბიუურობა დგას? ეს არის კეთილდღეობა და გარკვეული თავისუფლებები. როდესაც ამ ყველაფერს ვერ აძლევ ქვეყანას, ძირითადი აქცენტი სანახაობაზე გადადის და ეს სანახაობა მორალისგან ძალიან დაშორებულია, მითუმეტეს 21-ე საუკუნეში, სადაც არანაირი თამაშის წესები არ არსებობს და ადამიანები ნებისმიერ რაღაცაზე მიდიან. საბოლოო ჯამში, შედეგი ვინც ასეთ აქცენტებზე მუშაობს, საკმაოდ დრამატულ შედეგებს იღებს. ასეთ თამაშში გამარჯვებული არ არსებობს. ადამიანების მუდმივი სანახობებით „დატკბობა“ დაუშვებელია, ეს შეიძლება ერთჯერადად გააკეთო ძალიან მოკლე ვადაში, მაგრამ როდესაც ამას პერმანენტული ხასიათი ეძლევა, ეს პოლიტური ძალაც და კონკრეტული პოლიტიკოსიც, ბოლოს აუცილებლად მიდის პოლიტიკური არენიდან. ასეთი სახის პოლიტიკით, პირველ რიგში, საზოგადოებასთან იწვავ ხიდებს და გინდა თუ არ გინდა, იწყებ ავტორიტარიზმის მშენებელობას.

-არსებულ ვითარებაში თუ შეგიძლიათ გააკეთოთ პროგნოზი, როგორ შეიძლება ქვეყანაში შიდა მოვლენები განვითარდეს, რა შეიძლება გამოიწვიოს დაძაბულობის მხუტის შენარჩეუნაბამ და რა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ხელისუფლებამ ვერ შეძლო მთავარი ფუნქციის შესრულება?

- ვფიქრობ, ხელისუფლების მთავარი პრობლემა არის ის, რომ ჩვენ ძალიან მწვავე მმართველობითი კრიზისის პირობებში ვიმყოფებით. ქვეყანაში ეფექტური კონსტიტუციური მმართველობა ვერ შედგა, რომელსაც აქვს უნარი, მიიღოს სისტემური გადაწყვეტილებები და შესაბამისი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს. ვერ ვიტყვი, რომ სახელისუფლებო სტრუქტურები მონდომებული არ არიან და არ მუშაობენ, მაგრამ ხელისუფლებამ თავი კომფორტულად იგრძნო ისეთ აბსურდულ მდომარეობაში, რომ თითქოს რაღაცას აკეთებენ, ყოველდღიურ რუტინაში არიან ჩაბმული, რაც არ არის საკმარისი ქვეყნის განვითარებისთვის. თუ ამჩნევთ, ოპოზიცია და საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი პასუხისმგებლობას რატომღაც ბიძინა ივანიშვილს აკისრებს, რაც ჩემი აზრით, უსამართლობაა. არ ვიზიარებ იმ აზრს, რომ ყველა გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი იღებს. უბრალოდ, თვითონ ხელისუფლება გრძნობს თავს უფრო კომფორტულად, როდესაც კაბინეტში სხედან, მინისტრები და ავტორიტეტები არიან, რაც არ უნდა დააშაონ, ყველფერი ბიძინა ივანიშვილს ბრალდება. ეს კომფორტი დიდი ხნის წინ იგრძნო ხელისუფლებამ და მმართველობითი კრიზისის განმასზღვრელი ფაქტორი სწორე ეს არის. ყოფილ პრემიერს მუდმივად ითრევენ პასუხისმგებლობაში და ოპოზციაც ამით სარგებლობს, როდესაც ყველაფერს ბიძინა ივანიშვილს აბრალებს. არადა, ასეთი რამ ფიზიკურად შეუძლებელია. ხელისუფლება შესაბამისად, არც ეფექტურია, არც პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე ამღებია და არც გამოწვევბზე ნორმალური პასუხის გამცემია, არადა, გამოწვევები ყველა მიმართულებით გვაქვს: ეკონომიკაში, საგარეო პოლიტიკური კუთხით საერთოდ რა ხდება, საშინაო პოლიტიკაში მუდმივი დაძაბულობა, სახელმწიფოს ინსტიტუტებს შორის მუდმივი გაუგებრობა და ასე ქვეყანა ვერ განვითარდება.

- არ ფიქრობთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავიდანვე შეცდომა დაუშვა, როდესაც მან „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოიყვანა და თვითონ სწორედ იმ დროს მიატოვა იგი, როდესაც ყველაზე მეტად საჭირო იყო?

-რა თქმა უნდა, შექმნილი ვითარება და მის მიმართვე უსამართლო სისტემის ჩამოყალიბება თავად ბიძინა ივანიშვილის შეცდომაა. მთავარი მიზეზიც სწორედ, მის მცდარ ნაბიჯშია ჩადებული. პოლიტიკიდან წასვლა მისი არჩევანი იყო და ნათქვამი ქონდა, რომ ის არ აპირებდა პოლიტიკაში დარჩენას, მაგრამ პოლიტიკამ იგი არ გაუშვა. იმის მიუხეადავდ, რომ ბიძინა ივანიშვილი თანამდებობაზე არ იმყოფება, თავად სისტემა მას არ უშვებს თავისი კლანჭებიდან. დარწმუნებული ვარ, ინიციატივა, რომ ის ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებაში ჩაერიოს, თავად მისგან არ მოდის. ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილს მუდმივად ითრევს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, იქიდან გამომდინარე, რომ თვითოინ არა აქვს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების უნარი, სჭირდება თუ არა, მუდმივად მას ეკითხება ყველაფერს. ფაქტობრივად პოლიტიკიდან წასული ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკის მძევალი გახდა, რისგანაც ვერ თავისუფლდება. იქიდან გამომდინარე, რომ მას მორალური პასუხისმგებლობა გააჩნია, ის „პოლიტიკურ მძევლობას“ დათანხმდა, ამ გაუგებარ ვითარებაში უწევს ცხოვრება და ნამდვილად შევდივარ მის მძიმე მდგომაროებაში.

„პრაიმნიუსჯორჯია“, ესაუბრა ხათუნა ხატიაშვილი

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე