,,რუსთავი 2 ერთადერთი ტელევიზია დარჩა, რომელიც წინააღმდეგობას უწევს იმ მარაზმს, რაც ქვეყანაში ხდება“ - ანიტა რაჭველიშვილი

საქართველო, თბილისი - 09:49 | 19.02.2017
ნანახია: 2630

„ყველა ერთად დავდგეთ ჩვენი ქვეყნისა და სიტყვის თავისუფლების დასაცავად კვირას!“, - წერს ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში:  
„მაუწყებლობის შეწყვეტა ცოტა მეზედმეტება მართლია, მაგრამ უმოქმედობა ქვეყნის დანგრევამდე და თავისუფლების დაკარგვამდე მიგვიყვანს!!!
რუსთავი 2-ის ჟურნალისტებს გვერდში იმიტომ არ ვუდგავარ რომ ყველაზე სამართლიანი ტელევიზიაა (მათაც ბევრი შეცდომა მოსდით), არამედ იმიტომ ვუდგავარ გვერდით რომ ერთადერთი ტელევიზია დარჩა რომელიც რაღაც ფორმით მაინც უწევს წინააღმდეგობას იმ მარაზმს, არაპროფესიონალიზმს, ნეპოტიზმს, კორუპციას და უსამართლობას რომელიც ხდება ამჟამად ჩვენს ქვეყანაში! საზოგადოებრივს საერთოდ რომ ხურავენ ისიც გავიხსენოთ!
Rustavi 2 #Rustavi2 საზოგადოებრივი ტელევიზია#ერთადყველაფერსშევძლებთ #საქართველოთავისუფალია", - წერს ანიტა რაჭველიშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე