ძალიან გვიანია, ყველაფერი დამთავრდა - სევდიანი კიანუ რივზი
საქართველო, თბილისი - 13:50 | 16.02.2017 ნანახია: 2698
ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი მსახიობი კიანუ რივზი ჟურნალ Esquire-ის ბრიტანული ვერსიის მთავარი გმირი გახდა. ჰოლივუდის 52 წლის მსახიობმა მონაწილეობა მიიღო ჟურნალის გარეკანის ფოტოსესიაში და გამოცემას გულახდილი ინტერვიუ მისცა. როდესაც ჟურნალისტი თანამედროვე კინემატოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე სიმპატიური მამაკაცის სამომავლო პირადი გეგმებით დაინტერესდა, კიანუ რივზმა მკაფიო, მაგრამ პესიმისტური პასუხა გასცა: ”ძალიან, ძალიან გვიანია. ყველაფერი დამთავრდა. მე 52 წლის ვარ და მამობას არ ვაპირებ”.
უნდა აღინიშნოს, რომ ცოტა ხნის წინ რივზი თავისი პირადი ცხოვრების მიმართ გაცილებით პოზიტიურად იყო განწყობილი. ის აღიარებდა, რომ ყველაფრის მიუხედავდ სიყვარულის სჯეროდა. ”მე სულით რომანტიკოსი ვარ, მაგრამ არასდროს დამიქირავებია თვითმფრინავი, რომელიც ცაზე გულს დახატავდა, არა, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ერთხელაც მომინდება ამის გაკეთება, დიდი იმედი მაქვს და ველი. მოკლედ, მშვენიერი რომანტიკული თავგადასავლების სია მზად მაქვს. ყოველთვის მშვენიერია - როდესაც ვინმე მიყვარს...” - ამბობდა კიანუ რივზი ერთ-ერთ ინტერვიუში.
კიანუს სასიყვარული ისტორია მეტად სევდიანია. ჰოლივუდის მსახიობი დაქორწინებული არასდროს ყოფილა.
1999 წელს კიანუ რივზის საყვარელმა ქალმა მსახიობმა ჯენიფერ საიმმა მკვდარი გოგონა გააჩინა. ორი წლის შემდეგ კი ჯენიფერი ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ამბობდნენ, რომ საიმი მედიკამენტების ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. რივზმა ის თავიანთი ქალიშვილის საფლავის გვერდით დაკრძალა.
კიანუ რივზის უკანასკნელი რომანი 2013 წელს ჰქონდა. ამბობდნენ, რომ ჰოლივუდის მსახიობის გულის მოგება რუსმა მსახიობმა ანა სკიდანოვამ შეძლო. კიანუ მასზე 22 წლით იყო უფროსი. მსახიობს ასევე მიაწერდნენ რომანებს შარლიზ ტერონთან და ბოჟენა ნოვაკოვიჩთან. დღეს კი კიანუ რივზი ამბობს, რომ მარტოა და სიყვარულის აღარ სჯერა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















