გატაცებული თანხა და ნაცემი ოჯახის წევრები - ყაჩაღობის მორიგი ფაქტი გურიაში

საქართველო, თბილისი - 11:54 | 12.02.2017
ნანახია: 1384

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათში ყაჩაღობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, წაღებულია გარკვეული რაოდენობით თანხა.

ოჯახის წევრ მამაკაცს მძარცველები ფიზიკურადაც გაუსწორდნენ, რის გამოც, დაზარალებული სამედიცინო დახმარებისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც „პრაიმნიუსჯორჯიას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე