რუსთავში სწრაფი ჩრიცხვის აპარატი მოიპარეს

საქართველო, თბილისი - 15:03 | 09.02.2017
ნანახია: 1216

რუსთავში, სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს. შემთხვევა დავით გარეჯის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, უცნობმა მამაკაცმა მაღაზიის მეპატრონე მოატყუა და აპარატი მისი თანხმობით წაიღო.

გამყიდველის ინფორმაციით, მასთან ერთი მამაკაცი მივიდა, რომელმაც უთხრა რომ კომპანიის წარმომადგენელი იყო და აპარატი ნახევარი საათით შესაკეთებლად უნდა წაეღო. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თაღლითობას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე