მსოფლიო ბანკმა 2016 წლის „Doing Business“-ის ანგარიში გამოაქვეყნა
საქართველო, თბილისი - 10:17 | 28.10.2015 ნანახია: 2232
მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული 2016 წლის „Doing Business“-ის ანგარიში ჟურნალისტებს დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირმა ქავთარაძემ გააცნო. მისი განცხადებით, საქართველოს პოზიცია წინა წელთან შედარებით არ შეცვლილა და კვლავ 24-ე ადგილზეა მსოფლიოს 189 ქვეყანას შორის.
„Doing Business“-ის 2016 წლის რეიტინგში საქართველო წინ უსწრებს 165 ქვეყანას, მათ შორის პოლონეთს, შვეიცარიას, საფრანგეთს, ნიდერლანდებს, ესპანეთს, იაპონიას, ბელგიას, იტალიას, ლუქსემბურგს და ა.შ. მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, საქართველოს სარეიტინგო ქულა გაუმჯობესებულია 76.84-დან 77.45-მდე, რაც პროგრესის მაჩვენებელია. საქართველო კვლავ გამოირჩევა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, როგორც ქვეყანა, რომელმაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა უკეთესი და უფრო ეფექტიანი რეგულირების მიმართულებით“ - აღნიშნა ირმა ქავთარაძემ.
მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველომ განახორციელა 2 რეფორმა, რომელმაც ბიზნესის კეთება უფრო მარტივი გახადა.
„საქართველოს რეიტინგი გაუმჯობესებულია 10-დან 3 კომპონენტში, 5 კომპონენტში ქულები არის გაუმჯობესებული, ხოლო დანარჩენ 5 კომპონენტში უცვლელია. შარშან გამოქვეყნებულ მონაცემებთან შედარებით საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა 13 ინდიკატორში, არც ერთ ინდიკატორში არ გაუარესებულა, ხოლო 6 ინდიკატორი არის ახალი, რომლებიც ადრე არ არსებობდა, ან არის სრულიად ახლად დამატებული, ან შეცვლილი“ - განაცხადა ირმა ქავთარაძემ.
უფრო დეტალური ინფორმაციისთვის:
2016 წლის „Doing Business“-ის შეფასებით, საქართველომ ორი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა მშენებლობის ნებართვის გაცემის და კონტრაქტების აღსრულების გამარტივების კუთხით.
- მშენებლობის ნებართვის გაცემა: შემცირდა მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული დრო, რომელიც პრაქტიკაში სრულად განხორციელებულია;
- კონტრაქტების აღსრულება: სასამართლოში შემოღებულ იქნა დოკუმენტების ელექტრონული წარდგენის სისტემა, რომლის შედეგად გამარტივდა კონტრაქტების აღსრულება.
რეიტინგი გაუმჯობესებულია შემდეგ 3 კომპონენტში:
- ელექტროენერგიით მომარაგება - გაუმჯობესდა 8 პოზიციით და 62-ე ადგილზე გადმოინაცვლა 70-ე ადგილიდან. ქულა გაუმჯობესებულია 72.89-დან 76.15-მდე.
- კონტრაქტების აღსრულება - გაუმჯობესდა 5 პოზიციით და მე-13 ადგილზე გადმოინაცვლა მე-18 ადგილიდან. ქულა გაუმჯობესებულია 73.21-დან 75.06-მდე.
- გადახდისუუნარობის საქმის წარმოება - გაუმჯობესდა 4 პოზიციით და 101-ე ადგილზე გადმოინაცვლა 105-ე ადგილიდან. ქულა გაუმჯობესებულია 39.60-დან 40.24-მდე.
სარეიტინგო ქულები ასევე გაუმჯობესებულია შემდეგ კომპონენტებში
- მშენებლობის ნებართვის მიღება - 82.38-დან 82.77-მდე;
- ბიზნესის დაწყება - 97.73-დან 97.78-მდე.
2016 წლის „Doing Business“-ის შეფასება ეფუძნება მნიშვნელოვნად შეცვლილ მეთოდოლოგიას - გაფართოვდა კვლევის ფარგლები და მეთოდოლოგია, კვლევას დაემატა ხარისხობრივი მონაცემები, რომელიც ადრე არ ფასდებოდა. განხორციელდა 6 მნიშვნელოვანი ცვლილება, მათ შორის, რეიტინგს დაემატა 3 ახალი ინდიკატორი,ხოლო 3 შეიცვალა. სწორედ ამ ცვლილებამ განაპირობა ის, რომ ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით გადაანგარიშდა ყველა ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს 2015 წლის პოზიციაც და მე-15 ადგილის ნაცვლად, საქართველოს 24-ე ადგილი მიენიჭა.
შეფასებას დაემატა 3 ახალი ინდიკატორი და 3 ინდიკატორი შეიცვალა.
დამატებული ინდიკატორებია: (სულ 3)
- მშენებლობის ხარისხის კონტროლოს ინდექსი;
- ელექტროენერგიის წყაროს საიმედოობის და ტარიფების გამჭვირვალეობის ინდექსი;
- მიწის ადმინისტრირების ხარისხის ინდიკატორი ქონების რეგისტრაციის კომპონენტში, რომელიც მოიცავს კადასტრით დაფარვას.
წინა წლებში, ყურადღება ნაკლებად მახვილდებოდა რეფორმების ხარისხზე. როგორც მშენებლობის ნებართვის, ასევე ქონების რეგისტრაციის კომპონენტში კადასტრით დაფარვის (მიწების აღრიცხვა-რეგისტრაცია ქვეყნის მასშტაბით) კუთხით რომ შეფასებულიყო საქართველო წინა წლებში, მას ვერ ექნებოდა იგივე პოზიციები, რადგან არ არსებობდა მშენებლობის ხარისხის კონტროლი, გაცილებით ნაკლები იყო კადასტრით დაფარვა, ხოლო ელექტროენერგიის ტარიფები არ იყო გამჭვირვალე.
დღეისთვის ამ მიმართულებებით ყველგან არის პროგრესი, წინა წლებთან შედარებით.
- მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით - საქართველომ შეიმუშავა მშენებლობის კოდექსი, რომელიც უკვე მოიცავს მშენებლობის ხარისხის კონტროლის მექანიზმებს. ჩატარდა კოდექსის პროექტის საჯარო განხილვები. დღეისთვის დოკუმენტი შეთანხმებულია ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის ბიზნესთან და უახლოეს სესიაზე წარედგინება პარლამენტს განსახილველად.
- კადასტრით დაფარვა/მიწების აღრიცხვა-რეგისტრაცია - წინა წლებში არ იყო აღრიცხული და დარეგისტრირებული იმ რაოდენობის მიწის ნაკვეთები, რაც დღეს არის და შესაბამისად - კადასტრით დაფარვა იყო ნაკლები. უკვე შემუშავებულია კანონპროექტი, რომელშიც განსაზღვრულია მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები თანამედროვე მოთხოვნების და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ბანკთან ჯერ კიდევ შარშან გააფორმა ხელშეკრულება რომელიც ითვალისწინებს მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას მიწის ბაზრის განვითარების პროექტის ფარგლებში. ეს პროექტი დაწყებულია და ითვალისწინებს საქართველოს მასშტაბით მიწების ეტაპობრივად სრულად აღრიცხვას.
გარდა ამისა, დაწყებულია და წარმატებით მიმდინარეობს სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაციის პროცესი, რომლის ფარგლებში უკვე იდენტიფიცირებულია: თბილისის მასშტაბით 700 ჰა მიწის ფართობი, ხოლო რეგიონების მასშტაბით - 131 ათას ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და 450 ჰა-მდე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ეს პროცესი გრძელდება და დასრულდება 2016 წლის ბოლოსთვის.
ასევე, თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, მიწის რეგისტრაციის უფლება, გარდა ცენტრალური ხელისუფლებისა, მიეცათ მუნიციპალიტეტებს, რამაც ფაქტობრივად შექმნა კონკურენცია და მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მუნიციპალიტეტების მიერ მიწის აღმოჩენა/რეგისტრაციის პროცესს.
- ელექტროენერგიის წყაროს საიმედოობა და ტარიფების გამჭვირვალეობა - ინდიკატორი ზომავს ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის სიხშირეს, ელექტროენერგიის გამორთვების საშუალო ხანგრძლივობას და ტარიფების გამჭვირვალეობას. ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის სიხშირეს და ელექტროენერგიის გამორთვების საშუალო ხანგრძლივობას აკვირდება სემეკი სპეციალური ინდექსების (SAIDI, SAIFI) მეშვეობით, რომლებიც ყოველწლიურად უმჯობესდება. რაც შეეხება ტარიფებს, უკვე შეიცვალა ადრე დამკვიდრებული პრაქტიკა და მიმდინარე წლის სექტემბრიდან დგინდება გამჭვირვალედ, სატარიფო მეთოდოლოგიის შესაბამისად და არა მემორანდუმების საფუძველზე, როგორც ეს ადრე იყო. შესაბამისად, დღეს ჩვენ ამ ნაწილში უკვე გვაქვს გაუმჯობესებული სურათი.
შეცვლილი ინდიკატორებია (სულ 3)
- სასამართლო პროცესების ხარისხის ინდიკატორი (კონტრაქტების აღსრულების კომპონენტში) - წლევანდელ შეფასებას დაემატა ხარისხი, მაშინ, როდესაც გასული წლის კვლევა მოიცავდა პროცედურების რაოდენობას;
- საზღვრებს შორის ვაჭრობის კომპონენტში 2 ინდიკატორი - ექსპორტისთვის საჭირო დრო და პროცედურები და იმპორტისთვის საჭირო დრო და პროცედურები - შეიცვალა თვისობრივად. იზომება არა მხოლოდ ექსპორტიორ, არამედ ტრანზიტისა და დანიშნულების ქვეყანაში იმპორტ/ექსპორტის დოკუმენტების მოპოვება, მომზადება, წარდგენა. შესაბამისად, შესასწავლი სფერო გასცდა საქართველოს ფარგლებს და მოიცავს იმ უცხო ქვეყნებსაც, სადაც, ან რომლის გავლითაც ხორციელდება იმპორტ/ექსპორტი.
Doing Business-ის მეთოდოლოგია, რომელმაც განიცადა ცვლილებები უფრო სიღრმისეულად აფასებს ქვეყნების მდგომარეობას და არ შემოიფარგლება მხოლოდ პროცედურების თუ სხვა მაჩვენებლების რაოდენობითა თუ ღირებულებით, არამედ აფასებს რეგულაციების ხარისხსაც. აღსანიშნავია, რომ შარშან დაწყებული მეთოდოლოგიის ცვლილება გრძელდება და მომავალ წელსაც იგეგმება მასში გარკვეული ცვლილებების შეტანა.
საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად საჭირო რეფორმებზე, რაც ასევე აისახება Doing Business-ის რეიტინგზე: მომზადებულია გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი, რომელიც უკვე განხილულია ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან და პრაქტიკოს იურისტებთან. მზადების პროცესშია ცვლილებები „მეწარმეთა შესახებ“ კანონში და ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ კანონში. მომზადებულია სამშენებლო კოდექსის პროექტი, შეიქმნა ინვესტორთა საბჭო; შემცირდა მშენებლობის ნებართვის გაცემის ვადა; საქალაქო სასამართლოში ამოქმედდა ელექტრონული დეკლარირების სისტემა. www.icourt.ge პლატფორმის საშუალებით შესაძლებელია საჩივრის შეტანა ელექტრონულად, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად; რეფორმები გრძელდება სხვა მიმართულებებითაც.
2016 წლის დასაწყისში საქართველოში ჩატარდება Doing Business-ის რეგიონული კონფერენცია, (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი), სადაც განიხილება საქართველოს ბიზნეს-გარემო და Doing Business-ის ჯგუფი გააკეთებს პრეზენტაციას მეთოდოლოგიურ ცვლილებებზე. ასევე, გაიმართება შეხვედრები კერძო სექტორის და მთავრობის წარმომადგენლებთან და განიხილება ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესებისთვის საჭირო რეფორმები.
პოლიტიკა
- ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მიმართავს
- კახა, ნუ ნერვიულობ, ჩვენ ხალხთან მისვლა არ გვიჭირს, ეს შენთვის არის წარმოუდგენელი ქუჩაში დაცვის გარეშე გასვლა - გიორგი ვაშაძე კალაძეს
- არცერთ პარტიას არ აქვს უფლება, თავი გამოაცხადოს ოპოზიციის ან საპროტესტო მოძრაობის ერთადერთ წარმომადგენლად ან ერთპარტიულ თუ ერთპიროვნულ ლიდერად - "ოპოზიციის ალიანსის" 8 პარტია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე
- პარტიების აკრძალვის მოთხოვნით წამოიწყეს სახიფათო თამაში, თავადვე არიან აბლანდულები და თავგზა აუბნიეს ივანიშვილსაც, არ იციან, როგორ უნდა გაგრძელდეს და როგორ დასრულდეს ეს პროცესი - გიორგი სიორიძე
საზოგადოება
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
- საქართველოში 15-17 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
- დღეს აღვნიშნავთ ქართული ენის სილამაზეს, უნიკალურობას, დედაენის დღეს ვულოცავთ ქართველ მეგობრებს - აშშ-ის საელჩო
სამართალი
- რაჭაში დააკავეს პირი, რომელმაც სტუმრად ყოფნისას, ცოლ-ქმარს ცივი იარაღის მუქარით მათ სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის გადაფორმება და თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და მიიმალა
- არასრულწლოვნები თბილისში სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს ძარცვავდნენ, ერთ-ერთმა, ასევე, გაძარცვა ტაქსის მძღოლი და მის ნივთებს, მათ შორის საბანკო ბარათებს დაეუფლა - დაკავებულია 4 პირი
- ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
- დააკავეს არასრულწლოვანი, რომელიც თანამზრახველთან ერთად, თბილისში მდებარე სხვადასხვა მაღაზიათა ქსელში წინასწარი შეთანხმებით შედიოდა - ძალის გამოყენებით, ჯამში 6000 ლარამდე თანხა გაიტაცეს
მსოფლიო
- ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰეზბოლამ“ გასულ ღამეს ისრაელზე იერიში მიიტანა, რის შემდეგაც საპასუხო დარტყმები განახორციელეს
- ერთ დღეს, უკრაინაში, ეს ომი დასრულდება და ისტორია იკითხავს, ვინ რა გააკეთა, ვინ იმოქმედა და ვინ აირჩია სიმამაცე, უკრაინამ უკვე გასცა პასუხი - პრინცი ჰარი
- ევროკავშირი, ვიქტორ ორბანის წასვლის შემდეგ, უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების პროცესს აჩქარებს - Politico
- ისრაელი ელოდება აშშ-ის მწვანე შუქს, რათა ირანი "ქვის ხანაში" დააბრუნოს - ისრაელ კაცი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Premium Machinery Armenia ქართულ-სომხური ბიზნესასოციაციის პრეზენტაციაზე
- ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული შედეგები: როგორ ცვლის „თეგეტა ჰოლდინგი“ იურიდიულ პროცესებს Lawformer-თან პარტნიორობით
- Tegeta Comfort - დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
- Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















