გორში 51 წლის მამაკაცი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 09:58 | 08.02.2017
ნანახია: 1438

51 წლის მამაკაცი მოკლეს გორში - შემთხვევა შინდისის გზატკეცილზე, ე.წ. უსინათლოების ბინის ეზოში მოხდა.

ადგილობრივების თქმით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, თუმცა ისინი დეტალებზე არ საუბრობენ.

გარდაცვლილს სხეულზე ცივი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობა აღენიშნებოდა. 

გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ეჭვმიტანილის ვინაობა ცნობილია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე