თბილისის მოდის კვირეული ქართველი დიზაინერებისათვის ნაყოფიერი აღმოჩნდა
საქართველო, თბილისი - 16:08 | 27.10.2015 ნანახია: 2247
უკვე 2 წელია რაც თბილისის მოდის კვირეული მიმდინარეობს ეკონომიის და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით და მიზნად ისახავს ქართველი დიზაინერების უცხოელ მყიდველებთან დაკავშირებას. თანამშრომლობა საკმაოდ ნაყოფიერია და არც თბილისის მოდის კვირეულის მეთორმეტე სეზონს, რომელიც 2015 წლის, 8-11 ოქტომბერს გაიმართა, ჩაუვლია უშედეგოდ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ინიციატივით ღონისძიებაზე ჩამოყვანილ იქნა არა-ერთი გავლენიანი მყიდველი, რომლებიც პირადად გაეცნენ ქართველი დიზაინერების 2016 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციებს. ღონისძიება საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა წარმოდგენილი დიზაინერებისათვის, რადგან მოდის ინდუსტრიაში მოღვაწე საერთაშორისო ბრენდებთან მჭიდრო კავშირის დამყარების კუთხით კომპანიებს შესაძლებლობა მიეცათ გარკვეული მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაედგათ.
ქეთევან ბოჭორიშვილის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით ძალზედ მნიშვნელოვანია რეგულარულად მოხდეს სხვადასხვა მყიდველის ჩამოყვანა და აქტიური კონტაქტის დამყარება ადგილობრივ დიზაინერებთან. მნიშვნელოვანია, რომ ქართული მოდის ინდუსტრიის ფარგლებში შექმნილ პროდუქციას ბევრი ადამიანი გაეცნოს და გაიზარდოს საექსპორტო პოტენციალი დივერსიფიცირებულ ბაზრებზე.
მეწარმეობის განვითარების სააგენტოს შუამავლობითა და ძალისხმევით ამჯერად კომპანია “გეფერინი“ გახდა გერმანული და უკრაინული კომპანიების ინტერესის საგანი. მყიდველები ამ ეტაპზე განიხილავენ საექსპორტო ხელშეკრულების გაფორმებას. აღსანიშნავია, რომ მოცემული ეტაპისათვის კომპანია „გეფერინი“ საქართველოს მასშტაბით ოთხ მაღაზიას ფლობს, სამომავლო გეგმების კუთხით კი საექსპორტო პოტენციალის ზრდასა და მოცემული კუთხით საქმიანობის გაფართოებას გეგმავს, რასთან დაკავშირებითაც პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია, მათი პროდუქცია სოციალური ქსელების მეშვეობით მოსკოვში წარმატებით იყიდება და უახლოეს მომავალში მაღაზიაც იხსნება. დაგეგმილია ოფიციალური ვებ-გვერდის გაშვება, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს პროდუქციის ეფექტურ რეალიზაციას. კომპანიის საწარმოო ნიშის გათვალისწინებით, უცხოელების მხრიდან მოდის კვირეულზე გამოხატული დაინტერესება დროული იყო და შესაბამისად შეუწყობს ხელს ბრენდის ცნობადობის ამაღლებას.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ძალისხმევის კიდევ ერთ შედეგი მილანში მოღვაწე კომპანიის „GUFFANTI CONCEPT SHOWROOM“-ის მხრიდან ქართული პროდუქციით დაინტერესება და თანამშრომლობის გაღრმავების სურვილია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კომპანიას კონკრეტული შემოთავაზებებიც აქვს, ის ქართველი დიზაინერის, აკა ნანიტაშვილის (AKA NANITA) კოლექციის ჩვენებას მოაწყობს იტალიაში, ქალაქ მილანში, ხოლო ბრენდთან MATERIEL სამომავლო თანამშრომლობას ისახავს მიზნად.
აღსანიშნავია, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ასევე მოწვეულ იქნენ მოდის სფეროში მოღვაწე ჟურნალისტები, ვინც პოზიტიურად გააშუქეს თბილისის მოდის კვირეული.
აღსანიშნავია, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერითა და ორგანიზებით მოდის კვირეულს უცხოელი მყიდველები მუდმივად სტუმრობენ და როგორც ფაქტები გვიჩვენებს სათანადოდაც აფასებენ ქართული მოდის ინდუსტრიის პოტენციალს და თანამშრომლობისთვის სამომავლო გეგმებსაც სახავენ. მეწარმეობის განვითარების სააგენტო თბილისის მოდის კვირეულს უკვე მესამედ უჭერს მხარს და ხელს უწყობს ქართული დიზაინერების ნამუშევრებისა თუ კომპანიების ნაწარმის საზღვრებს გარეთ გატანას, რასთან ერთადაც მსოფლიო ბრენდებსა და ქართველ დიზაინერებს შორის კავშირების დამყარებაში შეაქვს წვლილი.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















