რუსმა ოკუპანტებმა გორის რაიონიდან 47 წლის მამაკაცი გაიტაცეს

საქართველო, თბილისი - 11:57 | 05.02.2017
ნანახია: 2194

გორის რაიონის სოფელ ზერტიდან ადგილობრივი მცხოვრები გაიტაცეს. 47 წლის ჯიმშერ ტიელიძე ოკუპანტებმა სავარაუდოდ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.

როგორც ადგილობრივები ყვებიან ჯიშერ ტიელიძე სოფლის მიმდებარედ ტყეში ფიჩხის მოსაგროვებლად იყო წასული. ეს ოკუპანტების მიერ ჯიმშერ ტიელიძის დაკავების უკვე მეორე შემთხვევაა. მომხდარის შესახებ საქმის კურსში არიან სამართალდამცავებიც და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე