ყურძნის რეალიზაციის შედეგად, მოსახლეობის შემოსავალმა 102 მლნ ლარს გადააჭარბა
საქართველო, თბილისი - 15:30 | 27.10.2015 ნანახია: 2056სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე 2015 წლის რთველის შედეგები შეაჯამა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, კახეთისა და რაჭის რეგიონებში რთველი ორგანიზებულად ჩატარდა. 27 ოქტომბრის მონაცემებით, სულ გადამუშავებულია 143 ათას ტონაზე მეტი ყურძენი. ყურძნის რეალიზაციის შედეგად, მოსახლეობის შემოსავალმა 102 მლნ ლარს გადააჭარბა. ღვინის საწარმოებში ყურძენი 18 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა.
,,კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში რთველი ფაქტობრივად დასრულდა და შტაბებიც დაიხურა. წელს, პრაქტიკულად, ყურძნის ჩაბარებისა და გადამუშავების ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა. დღეის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 141,6 ათას ტონამდე. ყურძნის მოსავლის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 100 მლნ ლარს მიაღწია. გადამუშავებულია: რქაწითელი 78,4 ათასი ტონა, საფერავი - 45,1 ათასი ტონა, კახური მწვანე - 3,03 ათასი ტონა და 15 ათას ტონაზე მეტი სხვა ჯიშის ყურძენი. რაც შეეხება რაჭა-ლეჩხუმის რეგიონს, უკვე გადამუშავდა 1500 ტონამდე ყურძენი, მათ შორის, 1325 ტონა ალექსანდროული და მუჯურეთული. მოსახლეობის შემოსავლებმა 6,6 მლნ ლარი შეადგინა“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა მადლობა გადაუხადა სამინისტროს ყველა თანამშრომელს, ვინც რთველში პროცესში იყო ჩართული.
,,მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს, გიორგი სამანიშვილს, სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორებს, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს, შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების შესაბამის სამსხაურებს. მნიშვნელოვანი იყო თანადგომა სხვა რეგიონებიდან, სადაც დაახლოებით 30 ათას ტონამდე ყურძნის რეალიზაცია მოხდა. წლევანდელი რთველი ნამდვილად იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და თვალსაჩინო მაგალითი კოორდინირებული მუშაობის, თანამშრომლობის და გუნდურობის, რამაც დადებითი შედეგიც გამოიღო“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.
ბრიფინგზე მინისტრმა ციტრუსის სეზონის დაწყებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. ,,ნარინჯისფერი რთველი“ უახლოეს დღეებში დაიწყება. საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი (არასტანდარტული) მანდარინის რეალიზაციის ხელშემწყობ ღონისძიებას იწყებს. გასული წლის მსგავსად, პროექტის ფარგლებში, კომპანიები, რომლებიც 1 კგ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ მანდარინს არანაკლებ 0.20 ლარად შეისყიდიან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსგან 1 კგ მანდარინზე 0.10 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ.
მანდარინის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტი 2 000 000 ლარია. სახელმწიფო პროგრამა 2016 წლის პირველ თებერვლამდე გაგრძელდება.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის შესყიდვის შემთხვევაში, კომპანიებს, სახელმწიფო სუბსიდიის მიღების გარდა, საშუალება აქვთ ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ საბრუნავი კომპონენტის ფარგლებში აიღონ კრედიტი, რომლის პროცენტის თანადაფინანსებას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო განახორციელებს.
,,მიმდინარე წელს ციტრუსის სავარაუდო მოსავალი 100 000 ტონაზე მეტი იქნება. ქართული ციტრუსზე მოთხოვნა უკვე არის უკრაინის, რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ბაზრებზე. ოპერატიული მონაცემებით, სავარაუდოდ, ექსპორტზე 35 000 ტონამდე ციტრუსი გავა. რაც შეეხება ციტრუსის სეზონის საორგანიზაციო საკითხებს, გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრთან და ვიცით, რომ ,,ნარინჯისფერი რთველის“ ორგანიზებულად ჩატარებისთვის რეგიონში სრული მზადყოფნაა. 1 ნოემბრიდან ბათუმში, სავაჭრო-სამრეწველო პალატის შენობში (მელაშვილის ქ. # 26) საკოორდინაციო შტაბი გაიხსნება. 09:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე იმუშავებს ცხელი ხაზიც 247 01 01, სადაც ნებისმიერ მსურველს საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნება“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
ბრიფინგზე ოთარ დანელიამ ქართული მწვანილის რუსეთის ბაზარზე ექსპორტის შესახებაც გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველის ვიზიტის ძირითადი მიზანი თანამშრომლობის ფორმატის დეტალების დაზუსტება იყო.
,,ვინაიდან მაღალია საზოგადოებრივი ინტერესი, მინდა, რუსეთთან თანამშრომლობის დეტალები იყოს გამჭვირვალე. ამ ეტაპზე მეთოდოლოგიური საკითხები შეჯერდა და ტექნიკური დეტალების დაზუსტება მოხდა. რუსეთის ბაზარი ჩვენ პროდუქტების დიდი ნაწილისთვის უკვე გახსნილია. აღსანიშნავია, რომ რუსი სპეციალისტები პროდუქციის ხარისხის შესამოწმებლად აღარ ჩამოვლენ, რადგან ქართული მხარის შესაბამისი სამსახურების მიმართ არის ნდობა, რაც თანამშრომლობის უკვე არსებულმა პრაქტიკამ განაპირობა. ქართველი სპეციალისტების კვალიფიკაციის დონე, მეთოდოლოგია და მიდგომები, 2012 წელთან შედარებით გაზრდილია და აკმაყოფილებს როგორც ევროპის, ასევე რუსეთის ფიტოსანიტარულ ზედამხედველობის სპეციალური სამსახურების მოთხოვნებს“, - განმარტა მინისტრმა.
ოთარ დანელიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართული პროდუქციის ექსპორტირებისთვის მნიშვნელოვანია ბაზრების დივერსიფიკაცია.
,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც რუსეთის, ასევე ყველა ალტერნატიული საექსპორტო ბაზრები. მნიშვნელოვანია, რომ გავუფრთხილდეთ და დავიცვათ ყველა ბაზარი, რომელსაც შეუძლია კეთილდღეობა მოუტანოს ჩვენს ფერმერებს. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ევროკავშირის სტანდარტების დანერგვისა და კანონმდებლობის ჰარმონიზაციის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში ქართული პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ახალი ბაზრების მოძიებისა და ათვისების მიმართულბით მუშაობა უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















