ე.წ. კანიბალიზმის საქმის განხილვა დახურულ ფორმატში მოხდება

საქართველო, თბილისი - 16:12 | 30.01.2017
ნანახია: 1355

ე.წ. კანიბალიზმის საქმის სასამართლო პროცესების დახურვის გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ებანოიძემ მიიღო.

შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს დღეს სახელმწიფო ბრალდებისა და ერთ-ერთი ბრალდებულის, ირმა ყოჩიაშვილის ადვოკატებმა მიმართეს.

პროცესის დახურვის შუამდგომლობას მხოლოდ ბრალდებული ბექა შენგელია არ დაეთანხმა. როგორც მისმა ადვოკატმა განმარტა, დაცვის სტრატეგიიდან გამომდინარე, მათი ინტერესია, რომ პროცესი საჯარო იყოს.

ბრალდებული და მისი ადვოკატი ასევე არ იზიარებენ პროკურორების განცხადებას, რომ საქმის განხილვისას გასაჯაროვდება გარკვეული დეტალები, რითაც კანონი დაირღვევა. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე