აშშ-ის კინომსახიობთა გილდიამ ემა სტოუნი და დენზელ ვაშინგტონი საუკეთესო მსახიობებად დაასახელა

საქართველო, თბილისი - 15:20 | 30.01.2017
ნანახია: 1855

აშშ-ის კინომსახიობთა გილდიამ მსახიობები დენზელ ვაშინგტონი ფილმ Fences-ში და ემა სტოუნი მიუზიკლ ”ლა-ლა-ლენდში" შესრულებული როლებისთვის საუკეთესო მსახიობებად აღიარა.

თეოდორ მელფის ფილმმა Hidden Figures გაიმარჯვა ნომინაციაში ”საუკეთესო მსახიობთა შემადგენლობა”.

საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებლებად კი გილდიამ მაჰერშალა ალი სურათში ”მთვარის შუქი” და ვიოლა დევისი (Fences ) დაასახელა.

აშშ-ის კინომსახიობთა გილდია პრემიას 1995 წლიდან გადასცემს და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ მიიჩნევა. 2016 წელს გილდიამ საუკეთესო მსახიობის ტიტული ლეონარდო დი კაპრიოს ფილმში ”გადარჩენილი” შესრულებული როლისათვის მიანიჭა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე