ქართული მწვანილი და ციტრუსი მალე რუსეთში შევა

საქართველო, თბილისი - 10:51 | 27.10.2015
ნანახია: 2550

ქართულმა და რუსულმა მხარეებმა, რუსეთში მწვანე კულტურების ექსპორტის საკითხი განიხილეს. როგორც რუსული მედია წერს, საქართველო რუსეთს მწვანილს ისევ მიაწვდის.

როგორც “როსსელხოზნადზორში” განმარტავენ, საქართველოდან რუსეთში ოხრახუშის, ქინძისა და კამის გარდა, ციტრუსის ექსპორტიც მოხდება.

სააგენტო „ტასის“ ინფორმაციის, შემოწმების შედეგად რუსეთის სანიტარულ სამსახურს პრეტენზია არ აქვს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოდან რუსეთში მწვანილის ექსპორტი 2005 წელს შეწყდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე