ქუთაისში საინკასაციო მანქანა გაძარცვეს - წაღებულია თანხა

საქართველო, თბილისი - 13:10 | 27.01.2017
ნანახია: 1273

ქუთაისში, საინკასაციო მანქანა გაძარცვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მანქანას ნიღბიანი პირები თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან აღებული თანხა ბანკის თანამშრომლებს გადაჰქონდათ. 

რა რაოდენობის თანხა გაიტაცეს ნიღბიანებმა უცნობია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179 – ე მუხლით დაიწყო, რაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლებას გულისხმობს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე