"ქვეყანამ რა დააშავა, თორემ თქვენზე ახია" - ნანუკა ჟორჟოლიანი "ნაციონალებზე"

საქართველო, თბილისი - 17:30 | 26.01.2017
ნანახია: 2024

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ნაციონალებს იცით როგორ დაემართათ? აი კაცი, რომ სოფელს აპანიკებს, მგელია, მგელიო და ბოლოს მართლა რომ მოვა, სოფელი რომ არ დაუჯერებს და შეჭამს.

იმდენი ეძახეს ყველას რუსეთის აგენტები არიანო, შერჩათ ქართველი ჯარისკაცის შესახებ ინფორმაციის გადამცემი და გაზპრომის მოწილე მთავრობა.

ქვეყანამ რა დააშავა, თორემ თქვენზე ახია", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

facebook.com- ზე გამოქვეყნებული საჯარო სტატუსი




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე