ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულები 2 თვის ვადაში გათავისუფლდებიან - ადვოკატი

საქართველო, თბილისი - 15:27 | 26.01.2017
ნანახია: 1301

სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე მუხლი გადააკვალიფიცირა. ადვოკატ ლევან სამუშიას თქმით, დაკავებულები 2 თვეში გათავისუფლდებიან.

კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მუხლი, რომლითაც მსჯავრდებულები გასამართლდნენ, გადაკვალიფიცირდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, რის საფუძველზეც მსჯავრდებულებს სასჯელის ვადა შეუმცირდათ.

თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილ მარალჩინოსანს, გიზო ღლონტს, გიორგი ლობჟანიძეს, არჩილ ალავიძეს, ნუგზარ კაიშაურს და დავით წიფურიას სააპელაციო სასამართლომ სასჯელის სახით ერთი წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე