აჭარის მთავრობა რეგიონში საკონვენციო ცენტრის შექმნას განიხილავს

საქართველო, თბილისი - 18:27 | 26.10.2015
ნანახია: 1729

აჭარის მთავრობა რეგიონში საკონვენციო ცენტრის შექმნას განიხილავს. როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მამუკა ბერძენიშვილის განმარტავს, ცენტრის შექმნაზე გადაწყვეტილება უკვე არსებობს, თუმცა ამ დროისათვის უცნობია პროექტის დაფინანსების გზები. ბერძენიშვილის თქმით, გამორიცხული არ არის მისი დაფინანსება საერთაშორისო დონორმა ორგანიზაციებმა მოახდინონ. თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება ცენტრის შექმნისთვის მეორე ალტერნატიურ გზასაც განიხილავს. საკონვენციო ცენტრის მოწყობისთვის რეგიონის მთავრობამ შესაძლოა ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადოს და შესაბამისი ინვესტორი ასე შეარჩიოს.

„საზღვაო სეზონის განმავლობაში, ბათუმი ძალიან აქტიური ქალაქია, ხოლო ნოემბრიდან-აპრილამდე პერიოდი სხვადასხვა აქტივობებით დატვირთვას საჭიროებს, რასაც დამატებითი ინფრასტუქტურაც სჭირდება.  ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი ობიექტი ამ ჭრილში საკონვენციო ცენტრია, რომელიც ქალაქს სხვადასხვა ღონისძიების ჩატარების შესაძლებლობას მისცემს. დეპარტამენტი ამჟამად აქტიურად მუშაობს აღნიშნულ საკითზე, რაც განთავსებისათვის შესაფერისი ლოკაციის შერჩევასა და ფულადი სახსრების მოპოვებას გულისმობს“, აღნიშნა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მამუკა ბერძენიშვილმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე