ლარი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა

საქართველო, თბილისი - 16:47 | 26.10.2015
ნანახია: 1702

ლარი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 27 ოქტომბრის ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი/ 2.4067 ლარია, ხოლო 1 ევრო/ 2.6563 ლარი ღირს.

შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებაში 0.0018 პუნქტით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან მიმართებაში 0.0124 პუნქტით გამყარდა.

24 ოქტომბრის მდგომარეობით კი 1 დოლარი/ 2.4049 ლარი, ხოლო 1 ევრო/ 2.6687 ლარია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე