გიორგი ცერცვაძის საქმეზე კიევის სააპელაციო სასამართლოში დღეს იმსჯელებენ

საქართველო, თბილისი - 10:39 | 26.01.2017
ნანახია: 1381

ვიცეპოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძის საქმეზე, კიევის სააპელაციო სასამართლოში დღეს იმსჯელებენ. 

დაკავებულის ადვოკატის თქმით, დაცვის მხარემ გამოითხოვა ყველა საჭირო დოკუმენტი და მიმართა ყველა კომპეტენტურ უწყებას, შესაბამისად იმედოვნებენ, რომ ქართველ პოლკოვნიკს დღეს გაათავისუფლებენ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ცერცვაძე უკრაინის სამართალდამცველებმა 15 იანვარს, მოსკოვის მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს. რუსული მხარე მას 2003 წელს მომხდარ მკვლელობაში ადანაშაულებს. საერთაშორისო მასშტაბით ძიება მასზე 2016 წელს გამოცხადდა. 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე