2018 წელს გუდაურში პირველი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება
საქართველო, თბილისი - 14:48 | 25.01.2017 ნანახია: 1595
თბილისში Carlson Rezidor Hotel Group-ის ვიცე-პრეზიდენტი დევიდ ჯენკინსი იმყოფება, რომელიც კომპანია „რედ-კოს“ წამომადგენლებთან ერთად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს, ქეთევან ბოჭორიშვილს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს მთის კურორტების საინვესტიციო შესაძლებლობები განიხილეს, მათ შორის საუბარი შეეხო ახალი გუდაურის განვითარებასაც. ქეთევან ბოჭორიშვილმა კომპანიის წარმომადგენლებს ის მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო, რომლებიც ბოლო წლებში საქართველოს მთავრობის ინიცირებით გუდაურში განხორციელდა.
„Carlson Rezidor “-ის ჯგუფი საქართველოში აქტიურად არის წარმოდგენილი სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდების მეშვეობით. მნიშვნელოვანია, რომ ის უკვე ახალ მიმართულებებს ირჩევს და აფართოებს ქსელს არამხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს რეგიონებშიც. კომპანიას უკვე აქვს გადაწყვეტილება მიღებული გუდაურში მართოს ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო. ეს კიდევ ერთხელ პირდაპირ მიუთითებს ჩვენს სტრატეგიაზე, რომელიც გულისხმობს ასევე ტურიზმის პოპულარიზაციას. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ბრენდები, მათ შორის „რედისონი“ საქართველოს რეგიონებით ინტერესდებიან, რაც, რა თქმა უნდა, დამატებით ცნობადობას მოუტანს ჩვენს ქვეყანას, გაუმჯობესდება სერვისების მიწოდება და ხარისხი და გაიზრდება საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა“ - განაცხადა ქეთევან ბოჭორიშვილმა.
მინისტრის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ სტუმრები გუდაურში გაემგზავრნენ, სადაც ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელთან, ალექსანდრე ონოფრიშვილთან ერთად კურორტს, ,,რედ-კოს“ მიერ უკვე აშენებულ და ოპერირებაში მყოფ აპარტოტელებსა და ახალი სასტუმროს „Radisson Blu Gudauri“-ს სამშენებლო ტერიტორიას დაათვალიერებენ. Carlson Rezidor Hotel Group და კომპანია „რედ-კო“ „Radisson Blu Gudauri“-ს გახსნას 2018 წელს გეგმავენ. როგორც „რედ-კოს“ წარმომადგენლები აცხადებენ, ეს იქნება პირველი ხუთვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო მთის კურორტზე არამარტო საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონში.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















