გია როინიშვილმა ქეთი დოლიძეს სასამართლო მოუგო

საქართველო, თბილისი - 14:29 | 25.01.2017
ნანახია: 2370

მსახიობმა გია როინიშვილმა რეჟისორ ქეთი დოლიძეს სასამართლო კიდევ ერთხელ მოუგო. ინფორმაციას როინიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს:

"როგორც იცით ერთხელ უკვე მოვიგე სასამართლო აპრილის თვეში ქეთი დოლიძის წინააღმდეგ, მოგების მიუხედავად მოწინააღმდეგე მხარემ გაასაჩივრა და საქმის განხილვა თავიდან დაიწყო....... დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ( მოსამართლე ქეთევან კუჭავა) ერთხელ კიდევ დააკმაყოფილა ჩემი სარჩელი სრულიად! მიხარია რომ სამართლებრივადაც მართალი აღმოვჩნდი!", - წერს გია როინიშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე