საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ფინეთის რესპუბლიკაში იმყოფება
საქართველო, თბილისი - 10:00 | 24.01.2017 ნანახია: 2337
ლევან იზორიას ხელმძღვანელობით თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ ჰელსინკში ორმხრივი შეხვედრები გამართა. ფინეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დროს ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ფინეთს შორის მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობაზე. მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. ლევან იზორიამ კოლეგას იუსი ნიინისტოს მადლობა გადაუხადა წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრის (JTEC) სწავლებების სექტორში ფინელი ექსპერტის მოვლინებისთვის. მინისტრებმა სამხედრო განათლების კუთხით ურთიერთობაზეც გაამახვილეს ყურადღება. საუბარი შეეხო ნატოს უელსის სამიტზე მიღებულ გაძლიერებული შესაძლებლობების ინიციატივის ფორმატს. კოლეგებმა აღნიშნეს, რომ თანამშრომლობის ამ ფორმატში საქართველო და ფინეთი სხვა წევრებთან ერთად რეგულარულად მიიღებენ მონაწილეობას პოლიტიკურ კონსულტაციებსა და სტრატეგიულ დისკუსიებში.
ლევან იზორიამ ფინელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ რეფორმა ძლიერი და ეფექტიანი, წესებზე დაფუძნებული თავდაცვის სისტემის ჩამოყალიბებას ემსახურება და საფუძვლად დაედება სამხედრო ძალების ტრანსფორმაციისა და მოდერნიზაციის პროცესს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრებმა განხილული თემები შეაჯამეს და ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებზე გაამახვილეს ყურადღება. “ეს არის საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი ვიზიტი ფინეთში. ფინეთი საქართველოსთან ერთად გაძლიერებული შესაძლებლობის ინიციატივის ჯგუფის წევრი ქვეყანაა ნატოსთან მიმართებაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ჯგუფის წევრებს შორის იყოს მჭიდრო ურთიერთობა. ჩვენ ამ ურთიერთობებს ფინეთთან ვიწყებთ. ხვალ შვედეთს ვესტუმრებით და ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განვიხილავთ, როგორიცაა ტოტალური თავდაცვის კონცეფციის განხორციელება ჩვენს ქვეყანაში, წვევამდელთა სისტემის ჩამოყალიბება, მობილიზაციის სისტემის განვითარება და უწყებრივი ურთიერთთანამშრომლობა, ასევე, თუ როგორია მათი პრაქტიკა, მოქმედება და თანამშრომლობა სხვადასხვა უწყებასთან კრიზისებისა და კონფლიქტების შემთხვევაში. ჩვენ გარკვეულ სფეროებში ურთიერთთანამშრომლობა დავსახეთ და მომავალში ვაპირებთ ამ სფეროებში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას - იქნება ეს ერთობლივი წვრთნები, თუ სტრატეგიული განხილვები სხვადასხვა თემაზე. ამის მზაობა არსებობს, ჩვენი ვალდებულება კი ურთიერთობის გაღრმავება და ინტენსიფიკაციაა,“ - აღნიშნა ლევან იზორიამ.
„მოხარულები ვართ ამ ვიზიტის. საქართველოს თავდაცვის მინისტრი პირველ ოფიციალურ ვიზიტს მართავს ფინეთში. ეს ჩვენთვის პატივია. დღეს ჩვენ საინტერესო დისკუსია გავმართეთ ორმხრივი თანამშრმლობის შესახებ. ჩვენ ქვეყნებს ორმხრივი თანამშრომლობის დიდი ისტორია არ აქვთ, მაგალითად საქართველოს თავდაცვის მინისტრი ფინეთში პირველად იმყოფება. მაგრამ ძალიან საინტერესო ხედვები გაგვაჩნია ჩვენ მეზობელ ქვეყნებში არსებულ სიტუაციაზე და ურთიერთთანამშრომლობაზე,“ - განაცხადა ფინეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა იუსი ნიინისტომ.
ფინეთის რესპუბლიკის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, საქართველოს თავდაცვის ატაშე ფინეთში, შვედეთში, ნორვეგიასა და დანიაში, ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ ჯამურელი და ფინეთში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული უჩა გაბეჩავა დაესწრნენ.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ფინეთის თავდაცვის ძალების უფროსს, გენერალ იარმო ლინდბერგსა და საგარეო საქმეთა მინისტრს ტიმო სოინს შეხვდა. მანამდე კი, ქართულმა დელეგაციამ, ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, ფინეთის ეროვნული გმირის მარშალ მანერჰეიმის საფლავი, ასევე ჰიეთანიემის სასაფლაოზე გმირთა ჯვარი გვირგვინებით შეამკო და ფინეთის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო.
ქართული დელეგაცია ფინეთის შემდეგ ოფიციალურ ვიზიტებს შვედეთის სამეფოსა და ესტონეთის რესპუბლიკაში განაგრძობს.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
საზოგადოება
- 17 მაისს შიო მესამე სამებაში პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს
- PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
- ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
- თანამდებობის პირთა მოადგილეები სახელფასო დანამატებსა და ფულად ჯილდოებს მიიღებენ
მსოფლიო
- სი ძინპინი შემოდგომაზე ვიზიტით აშშ-ში ჩავა
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL – „თეგეტას“ პროექტი, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემას ცვლის
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















