ე.წ.კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულებმა ფირცხალავამ და ცააძემ შიმშილობა დაიწყეს
საქართველო, თბილისი - 14:37 | 23.01.2017 ნანახია: 1731
ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულებმა ირაკლი ფირცხალავამ და გიორგი ცააძემ შიმშილობა დაიწყეს.
როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს დაკავებულების ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფები ითხოვენ იმ დოკუმენტის გასაჯაროებას, რომლის მიხედვითაც, ადვოკატის თქმით, დასტურდება რომ შვიდი სპეცრაზმელი, რომელთაც ჩვენება პირველი ინსტანციის სასამართლოში მისცეს, ერთ საკანში იმყოფებოდნენ და ჩვენებები ველიჯანაშვილის თქმით, მათ ზეწოლის შედეგად მიაცემინეს.
როგორც ადვოკატი აცხადებს, ფირცხალავა და ცააძე აღნიშნული ფაქტის გამოძიებას ითხოვენ.
„შვიდი მოწმე სპეცრაზმელი, რომელთაც ჩვენება პირველი ინსტანციის სასამართლოში მისცეს, როგორც აღმოჩნდა, ერთ საკანში იმყოფებოდა, მათზე განხორციელდა ზეწოლა, ასწავლეს ჩვენებები, ამეცადინეს. მათი ერთ საკანში ყოფნა დანაშაულია.
მსჯავრდებულები ითხოვენ ამ საქმეზე გამოძიება დაიწყოს, ასევე, ეს დოკუმენტი გასაჯაროვდეს. დოკუმენტი ამ საქმეს მთლიანად დაანგრევს“,- განაცხადა ველიჯანაშვილმა.
ადვოკატის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოში ამ დროისთვის შუამდგომლობების ეტაპია და სწორედ შუამდგომლობის დაყენებას აპირებს ადვოკატი, რათა შვიდი სპეცრაზმელის ჩვენება დაუშვებლად იქნეს ცნობილი.
2015 წლის 30 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა ე.წ. კორტების საქმეზე დაკავებულებს ირაკლი ფირცხალავას, გიორგი ცააძეს, კახაბერ ნაკანსა და ლევან ბეროძეს გამამატყუნებელი განაჩენი გამოუტანა.
ცააძესა და ფირცხალავას განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
ამ ეტაპზე საქმეს სააპელაციო სასამართლო განიხილავს.
პოლიტიკა
- აშშ-ში ჩავდივართ ერთი მიზეზით – წარვადგინოთ ჩვენი გეგმა, როგორ ვცვლით ხელისუფლებას - თამარ ჩერგოლეიშვილი
- ისინი, ვინც გუშინ დონალდ ტრამპს მხარი აუბეს, დღეს იძულებულნი არიან ამ ნაბიჯის ფასი გადაიხადონ - საქართველოში ირანის ელჩი
- ვიწყებთ, ერთობლივ, ეროვნული მობილიზაციის კამპანიას - „ოპოზიციის ალიანსი“
- დამოუკიდებლობის აღდგენის 35-წლიანი გზა გამოდგა ეკლიანი, ეს გზა დასრულებული არ არის, აღსადგენია ტერიტორიული მთლიანობა, გასაძლიერებელია სუვერენიტეტი, ასაგებია ახალი ურთიერთოებები - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები
- 30 მარტიდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი
- „არ გადაყარო, ჩააბარე!“ - „თეგეტა მოტორსის“ გარემოსდაცვითი კამპანია ბათუმში
- ვაზიანის არხის წმენდის სამუშაოები მიმდინარეობს
მსოფლიო
- უკრაინისთვის 90 მილიარევროს სესხის შესახებ დღეს კარგი ამბავი არ მაქვს, იმედი მაქვს, გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს შემდეგ სხდომაზე იქნება მიღებული - კაია კალასი
- მომავალი დღეები გადამწყვეტი იქნება, ირანმა ეს იცის და თითქმის არაფრის გაკეთება შეუძლია - პიტ ჰეგსეთი
- აშშ აღარ იქნება თქვენს დასახმარებლად, ისევე როგორც თქვენ არ იყავით ჩვენთან, წადით და აიღეთ თქვენი ნავთობი - დონალდ ტრამპი მოკავშირეებზე
- იტალიამ ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავებს სიცილიის სიგონელას ავიაბაზაზე დაშვების უფლება არ მისცა - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- განსაკუთრებული შეთავაზება "თეგეტა მოტორსისგან" - PETLAS-ის საბურავები სპეციალურ ფასად
- მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















