ხატია ბუნიათიშვილი: მიდი, მიშა, ყველაფერი წინ გაქვს!
საქართველო, თბილისი - 12:40 | 18.01.2017 ნანახია: 2795
პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მიმართავს:
"თქვენ გადაწყვიტეთ არ იბრძოლოთ.
თქვენ გადაწყვიტეთ, რომ ამ მოცემულობაში გამოგეხატათ თქვენი აზრი - სწორი აზრი, რომელსაც არ მოუსმენენ, რომელიც მოცემულობას არ შეცვლის, რომელიც არ სცდება კონსპექტში ნასწავლ დემოკრატიას, მაგრამ ვერ მოუტანს ხალხს მშვიდობას, საკვებს. ვერც განათლებას.
კონსპექტში ნასწავლი დემოკრატიაც საჭიროებს განვითარებას, ევროპაც საჭიროებს სიახლეს. სიახლეს გენიოსები ქმნიან.
მიშა გენიოსია.
ის დადის იმ ქუჩებზე, სადაც ჯერ ვერ დაიჭერენ. ციხეში არ მიდის არა იმიტომ, რომ ეშინია, არამედ იმიტომ, რომ იცის - ის არის მთავარი სამიზნე. იცის, რომ იდეას ვერ განახორციელებს, თუ თავად არ განახორციელებს.
საკუთარი თავისადმი ფანატიზმი? არა, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება.
ის დადის ქუჩებში სკამის, სტატუსის, თანამდებობის გარეშე დარჩენილი.
სხვაზე მეტს აკეთებს, მასზე მეტს ლაპარაკობენ.
ბიუროკრატიას და წესებს პატივს სცემს, მათზე მაღლა დგას.
ის თავისუფალია.
დადის ცარიელი ჯიბით და მაინც მოიპოვებს საკვებს, რადგან ყველაფერში ნაყოფიერებას ხედავს.
დადის ქუჩებში ხალხთან შესახვედრად, არა არჩევნების წინ, არამედ არჩევნების მოგების და წაგების შემდეგ.
სისასტიკეა ადამიანის მხრიდან ულევი ენერგია, შემოქმედობითობა (და მისი განხორციელების უნარი) სიგიჟედ მონათლო. სასტიკია და თან საცოდავი ადამიანი, რომელიც ცდილობს ეს თავისუფლება გისოსებს უკან მოაქციოს. ზოგი ციხეს უსურვებს, ზოგიც “საგიჟეთს".
დემოკრატია იძლევა თანაბარ პირობებს განვითარების და თავის გამოვლენის, მაგრამ ადამიანები განსხვავებულ პოტენციალს ავლენენ ამ მოცემულობაში. განსაკუთრებული პიროვნების და ნიჭიერების უარყოფა, ან სხვასთან გატოლების მიზნით მისი დაკნინება და საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობის დახშობა, დემოკრატიული მიდგომა კი არა, საბჭოური რეპრესიის პირდაპირი ნიმუშია.
მიდი, მიშა, ყველაფერი წინ გაქვს!", - წერს ხატია ბუნიათშივილი.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















