"პატრულმა გაგვაჩერა მე, უგულავა, დარჩიაშვილი და..." - დაკავების მცდელობა კახეთის გზატკეცილზე

საქართველო, თბილისი - 18:32 | 14.01.2017
ნანახია: 4618

ირმა ნადირაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"კახეთში მივდივართ მე უგულავა დარჩიაშვილი. პატრულმა გაგვაჩერა. დაბნეულები ლაპარაკობდნენ, არ ვიცით სად დაარღვიეთო, მაგრამ თეთრი შკოდა მოგყვებიდათო, და იმან გადმოგვცა, რომ უნდა დაგვეკავებინეთო. ნახევარი საათით გაგვაჩერეს. ხან ტელეფონით რეკავდნენ, ხან ინტერნეტი ჭედავსო გვეუბნებოდნენ.
ბოლოს ჯარიმა გამოგვიწერეს, რადგან ზუსტი ადგილი არ იცოდნენ, კახეთის ტრასა მიუთითეს.
სუსის თეთრი შკოდები:)", - წერს ირმა ნადირაშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე