„სხვა რაკურსში" სხვა რაკურსით დაგანახებთ მისტიკურ სამყაროს - ლელა ნინუა „იმედზე“ გადავიდა
საქართველო, თბილისი - 14:13 | 25.10.2015 ნანახია: 2618
ცნობილი ტელეწამყვანი და პოეტი ლელა ნინუამ ტელეკომპანია „კავკასიიდან“ წამოვიდა. ის, ამიერიდან ტელეკომპანია „იმედზე“ გადაცემა „სხვა რაკურსში“ ბევრ საინტერესო სიუჟეტს შემოგვთავაზებს და როგორც ჟურნალისტმა „პრაიმნიუსჯორჯიას“ განუცხადა, შეეცდება „სხვა რაკურსში“ სხვა რაკურსით დაგვანახოს ჩვენთვის ამოუცნობი სამყარო.
ლელა ნინუას ბოლო სიუჟეტი იმ აღმოჩენებს დაეთმო, რაზეც აქამდე ყურადღებას არავინ ამახვილებდა. სიუჟეტი, რომელიც გოლიათებზე, დევებზე და გიგანტური ადამაინების შესახებ მოგვითხრობდა, საზოგადოებაში საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია.
ლელა ნინუა:
- გოლიათების, დევებისა თუ გიგანტური ადამიანების თემა ძალიან საინტერესოა. ამ თემაზე 2008 წლიდან ვმუშაობ, როგორც არქეოლოგებთან ზეპირსიტყვიერად გადმოცემულ მითებსა თუ რეალობებზე კი სულ ახლახან დავიწყე ფიქრიც და მოძიებაც. გიგანტურ ადამიანებს სხვადასხვა ხალხების მითოლოგიასა თუ რელიგიაში მრავლად ვხვდებით, მაგრამ ბოლო დრომდე ზღაპრებისა და მითების პერსონაჯები ცალსახად ადამიანის წარმოსახვის ნაყოფად მიიჩნეოდა, მათ შორის საქართველოში. ყველას გვსმენია თოვლის კაცი თუნდაც პატარაობისას, დიდი ტერფის მსგავსი მითები, მეც ასეთი ორი გმირის ჯეფირისა და ხოშატის ისტორია, ბევრს შეიძლება არ გაუგია მაგრამ მათ შესახებ ზეპირსიტყიერი ინფორმაციების გარდა ლიტერატურულ წყაროებშიც ყვებიან, მაგალითად ვახუშტი ბატონიშვილი, ისტორიკოს-გეოგრაფოსი ჯეფირზე წერს რომ ძალიან დიდი ადამიანი იყოო და სწორედ მის საფლავის კვალს მივაკვლიეთ, რომელიც როგორც ექსპედიციის ხელმძღვანელმა: არქეოლოგმა შოთა ირემაშვილმა ამიხსნა გაუძარცვავთ კომუნისტებს, მაშინ ანომალიური მოვლენები ასე იმალებოდა, ხოსატიც ძალიან დიდი სამ მეტრამდე ყოფილა მისი საფლავიც გაუზარცვავთ და ეს ორივე დიდი და საინტერესო კვლევის ობიექტია, მინდა გაგრძელდეს ეს ძიება და შედეგამდე მივიდე. რაც მთავარია დიდი მადლობა ყველა მეცნიერს, რომელიც ამ თემებზე მუშაობის პროცესში დამეხმარნენ.
- ძალიან კარგი, წარმატებებს გისურვებთ. ლელა, თქვენ მუშაობდით ტელეკომპანია „კავკასიაზე“ და გავრცელებული ინფორმაციით, თქვენ დატოვეთ ტელეკომპანია. რატომ?
- გადაცემა „თქვენი დრო“ რომელიც ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში 2 წელი პირდაპირ ეთერში გადიოდა და რომლის წამყვანი მე ვიყავი თავისი თავი ამოწურა. დიდ მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ გადაცემაზე მუშაობდა და მადლობა ნინო ჯანგირაშვილს.
- ახლა ვინ წაიყვანს ამ გადაცემას?
- ვერ გეტყვი, ისიც არ ვიცი ეს გადაცემა როგორი ფორმატით გააგრძელებს მუშაობას. მე, შემომთავაზეს რომ ახალი სეზონიდან გამეგრძელებინა მუშაობა, თუმცა უარი განვაცხადე.
- რატომ?
- შემოთავაზება მივიღე ტელეკომპანია "იმედიდან".
- კონკრეტულად ვინ შემოგთავაზათ და რომელ გადაცემაში გიხილავთ?
- რაამდენიმე თვის წინ დამირეკა გია ჯაჯანიძემ, რომელიც ერთადერთი აღმოჩნდა, ვინც დააფასა ჩემი აღმოჩენები და "სხვა რაკურსში" მიმიწვია. სწორედ, ერთ-ერთი გადაცემის ჩაწერის მეორე დღეს „ფეისბუკში“ მომწერა პროდიუსერმა, მაია სტეფნაძემ, რომელმაც დამირეკა და მითხრა, რომ: „ახლა კარაგდ მოგისმინეო და თემები, რომლებზეც შენ მუშაობ ჩემთვის ახლობელია და იქნებ შევხვდეთო''. ჩემი გაბრწყინებული სახე უნდა გენახათ, როცა ეზოთერიკაზე, მეგალითურ, ციკლოპურ ნაგებობაზე, გოლიათების ძვლების აღმოჩენაზე ვმუშაობ და ასეთი რეიტინგული მეგა პროდიუსერი (არ ვაჭარბებ) გთავაზობს თანამშრომლობას, ალბათ ხვდები რა ბედნიერი ვიქნებოდი. ჩვენ დავმეგობრდით და ამ რთული თემების ირგვლივ კომპეტეტნტურ ადამიანებთან _ მეცნიერებთან, ეზოთერიკებთან დავიწყეთ თანამშრომლობა. შემიძლია პირდაპირ გითხრათ, ყოველგვარი პირფერობის გარეშე, რომ მაია სტეფნაძე ჩემს ცხოვრებაში აღმოჩნდა ადამიანი, ვისთანაც ის ვარ როგორიც ვარ ცხოვრებაში, სხვანაირად მასთან ვერც იმუშავებ. აქ ჩვენი გზები გადაიკვეთა და რამდენიმე თვის წინ მიღებული შემოთავაზება „სხვა რაკურში“ გადასვლის შესახებ გადაწყდა.
მიყვაარს ყველაა ის ადამიანი, ვისაც სხვისი ნიჭის იმ ჭრილში დანახვა და აღიარება შეუძლია. ყველამ ყველაფერი ბუნებრივია არ შეიძლებაა იცოდეს, მაგრამ ერთმანეთს უნდა ვყავდეთ. ვნახოთ, ამ რეიტინგულ გადაცემაში, შევძლებ თუ არა ბევრი საინეტერსო თემების მომზადებას. რაც მთავარია აქტიურ ჟურნალისტიკას კვლავ დავუბრუნდი. ყველა ჩემს ერთგულ მაყურებელს კი დიდი მადლობა. ბევრი მირეკავს და მეკითხება სად ვარ. მე ახლა, გია ჯაჯანიძის შოუში „სხვა რაკურსში", სხვა რაკურსით დაგანახებთ მისტიკურ სამყაროს.
გიორგი საკარული, პრაიმნიუსჯორჯია
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















