თუ განათლების სამინისტროში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ძალა არ შეგწევთ, საზოგადოებას ნერვებს მაინც ნუ მოუშლით - გიორგი ჩენდლერი განათლების მინისტრს
საქართველო, თბილისი - 13:11 | 06.01.2017 ნანახია: 2512
პედაგოგიკის ინსტიტუტის დირექტორი, ექსპერტი გიორგი ჩენდლერი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებას "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე ეხმიანება.
გიორგი ჩენდლერი: თუ კარგად გავიგე ბატონი განათლების მინისტრი სკოლებზე საუბრობდა და მათ კატეგორიებად დაყოფაზე, მცირე სკოლები, დიდი სკოლები და წამყვანი სკოლების შესახებ მოგვითხრობდა. სანამ რაიმეს შევაფასებდე მინდა განვმარტო, რომ ქმედება რომელიც არაფერს ემსახურება, ანუ არაფერს შეგვიცვლის, არის უსაქმურისა და მახათის თემა ერთი-ერთში. აქვე ვიტყვი, რომ ეს არაფერს არ მოგვცემს, გარდა საბოლოო ჯამში რიგი სკოლების დაკნინებისა, რაც კიდევ უფრო გაზრდის მოსწავლეთა „მიგრაციას“ მის მიერ ხსენებული პატარა სკოლებიდან დიდი და წამყვანი სკოლებისაკენ, რამეთუ დიდი ალბათობით სტატუსი „პატარა სკოლა“ არ მოეწონება მოსწავლეს და ეცდება გადავიდეს „დიდ სკოლაში“.
და მაინც რას ნიშნავს ტერმინი “წამყვანი სკოლა“?!! წამყვანი მასწავლებელი გამიგია, ვატარებთ მე და ბევრი ჩემი კოლეგა ამ სტატუსს კარგა ხანია და გმადლობთ, მაგრამ ვზივარ და ვფიქრობ, სკოლა როგორ შეიძლება იყოს წამყვანი ან ვინ სად მიჰყავს?! ჟურნალისტის შეკითხვაზე მინისტრმა დასძინა, რომ არც განათლების დონით და არც დაფინანსებით ეს სკოლები განსხვავებული არ იქნება, აქ კი განვმეორდები და ვიტყვი, მაშინ რას ემსახურება სკოლების ასეთი დაყოფა?!!
ბატონო მინისტრო, ათასი პრობლემაა გადასაჭრელი სამინისტროში და თქვენ თუ მათ მოსაგვარებლად მზად არ ხართ, ან ძალა არ შეგწევთ, ძალიან გთხოვთ საზოგადოებას ნერვებს მაინც ნუ მოუშლით, სირცხვილიც არის და დამღლელიც. უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი, რომელთა დღემე არ მოგვარება ძალიან რომ აზარალებს სისტემას, ჩვენს ახალგაზრდებს, მომავალ თაობას და შესაბამისად მთლიან ერს სნეულად გვაქცევს, და ეს ისეთი ჭირია, ისეთი სენი, რომ გეფიცებით ოღონდ ეს არა და მირჩევნია, სიმსივნე მქონდეს. გავიგეთ, ბაყაყის შეჭმის გზებიც გავიგეთ, წითელქუდაც გავიგე და ნაცარქექიაც, კომბლე და ასფურცელაც, მაგრამ ვინ დაგვწყევლა ასე ან რატომ ამას ვერ მივხდი ჯერ და ალბათ ვერც მივხვდები.
სკოლები კი არ უნდა დახარისხდეს მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით, არამედ სამინისტრო უნდა ცდილობდეს მოსწავლეთა გადანაწილება სკოლებში იყოს დაბალანსებული, სხვათა შორის, ეს ძალიან მარტივად შესაძლებელია და რაიმე სახის სირთულეებთან არ ასოცირდება, დამიჯერეთ. პრობლემა სწორად შეგინიშნავთ, ამ ხრივ, თბილისის სკოლებშიც დარღვეულია ბალანსი, დიახ, არ არის გამართლებული ზოგიერთ სკოლაში 2000 მდე და მეტი მოსწავლე რომ არის და ზოგიერთში 200-300 მოსწავლე, მაგალითად ქალაქ თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში 2567 მოსწავლეა, თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში 1957 მოსწავლე , 173-ე სააჯრო სკოლაში 1947 მოსწავლე, 175-ე საჯარო სკოლაში 2310 მოსწავლე, როცა მაგალითად, 73-ე საჯარო სკოლაში 186, მაგრამ პრობლემა იცით სად არის?! სამინისტროში და არა მოსწავლეში ან მშობელში, სამინსიტრო ვალდებულია დროული რეაგირება მოახდინოს პრობლემაზე, კერძო სკოლაში თუ სწავლობს ბავშვი სადაც უნდა იქ წაიყვანოს მშობელმა, თუ უნდა თბილისიდან ბათუმში ატაროს, მაგრამ როცა საჯარო სკოლას ეხება საქმე რაიონს გარეთ არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ბავშვს გავიდეს, სკოლა აირჩიოს უნდა რაიონშივე, რა აუცილებელია, ან რა მიზანს ემსახურება ვარკეთილიდან ბავშვი დადიოდეს საბურთალოზე არსებულ სკოლაში ან პირიქით, ათობით საჯარო სკოლას გვერდს ჩაუვლის და მიდის სადღაც, თქვენი აზრით რატომ, როცა პროგრამა საჯარო სკოლებში ერთი და იგივეა. ან გასაგებად უნდა იყოს დასაბუთებული მშობლის ან მოსწავლის არგუმენტი რატომ არ უნდა თავისივე რაიონში არსებული ოცი სკოლიდან არც ერთი და რატომ უნდა მანდამაინც სხვა.
სხვათა შორის, დრო არ მაქვს თორემ ძალიან ბევრ სკოლას ვნახავდი ბაზაში, რომელიც მოსწავლეთა ასეთი დაუბალანსებელი გადანაწილების მსხვერპლია, სამწუხაროა, რომ მშობლებიც ვერ ფიქრობენ იმდენს, რომ ეს სკოლები არ არის გათვლილი ამდენ მოსწავლეზე, რაც გულისხმობს რომ აღნიშნულ სკოლებში არის ჟანგბადის უკმარისობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მთელი რიგი პრობლემები, და გამომდინარე იქედან რომ თემიდან გადახვევა არ გამომივიდეს ამ მიმართულებით არ წავიყვან საუბარს. თან რადროს ჟანგბადია, როცა მინიმალურ დონეზე არ არის მოწესრიგებული რიგ სკოლებში ჰიგიენური ნორმები.
და ბოლოს, რადროს კომბლეა და რადროს წიქარა, მეცნიერებას მივხედოთ, ჯანსაღ ხედვებზე აგებული რეფორმები შევქმნათ, რომელზეც ხვალ და ზეგ არ ვიტყვით რომ შეცდომაა და არ გაამართლა, პედაგოგიური უნივერსიტეტი არ გვაქვს ქვეყანაში, ამაზე ვიფიქროთ, სახელმძღვანელოებზე ვიფიქროთ, ვიფიქროთ როგორ შევქმნათ გარემო, რომ ადამიანმა შეძლოს სრულყოფილი განათლების მიღება, განათლება უნდა მივცეთ ადამიანს და არა თავსმოხვეული აზრები, ცოდნა სჭირდება პიროვნებას და ის შემდეგ თვითონ შეძლებს კომბლეს და წითელქუდას ავკარგიანობა გაარჩიოს და თქვენც დრო არ დაგეხარჯებათ მათ განხილვაზე.
წყარო: https://www.facebook.com/chandlerOP/
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















