გარდაცვლილი კაპრალი გურამ კომლაძე მშობლიურ სოფელში დაკრძალეს

საქართველო, თბილისი - 17:51 | 24.10.2015
ნანახია: 1918

დღეს, საჩხერის რაიონის სოფელ სხვიტორში 19 ოქტომბერს გარდაცვლილი კაპრალი გურამ კომლაძე დაკრძალეს. სამძიმარზე იმყოფებოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, რომელმაც მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო და დაღუპულის ოჯახს მიუსამძიმრა. დაკრძალვის ცერემონიალს დაღუპულის მეგობრები და თანამებრძოლები დაესწრნენ.

კაპრალი გურამ კომლაძე, სოფელ ნორიოს მიმდებარე ტერიტორიაზე გარდაცვლილი იპოვეს. დაღუპული პირველი მსუბუქი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონში ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნელად მსახურობდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე