ჯანეტ ჯექსონი 50 წლის ასაკში დედა გახდა

საქართველო, თბილისი - 15:56 | 04.01.2017
ნანახია: 1752

პოპ ვარსკვლავი, მომღერალი ჯანეტ ჯექსონი 50 წლის ასაკში დედა პირველად გახდა. ჯექსონმა ჟურნალ People-თან ინტერვიუში მისი პირველი ფეხმძიმობის შესახებ გავრცელებული ჭორი დაადასტურა. 

ჭორები ჯექსონის ორსულობის შესახებ მას შემდეგ გავრცელდა, რაც ოჯახური მიზეზების გამო, საკონცერტო ტურნე მოულოდნელად გადაიდო.

ეს ჯექსონისა და მისი მესამე ქმრის, მილიარდერი ბიზნესმენისთვის, უისამ ალისთვის პირველი შვილია.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე