„ვარსკვლავურ ომების“ მსახიობი კერი ფიშერი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 11:26 | 28.12.2016
ნანახია: 1801

ამერიკელი მსახიობი კერი ფიშერი, რომელიც ცნობილია „ვარსკვლავურ ომებში“ პრინცესა ლეილას როლით, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა, გულის შეტევიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ფიშერი პარასკევს ლონდონიდან ლოს-ანჯელესში მიფრინავდა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და თვითმფრინავის დაშვებისთანავე მისი საავადმყოფოში გადაყვანა  გახდა საჭირო. 

ფიშერი ლონდონში ბრიტანული სერიალის, „კატასტროფა“, მესამე სეზონის გადაღებებზე იმყოფებოდა. 

გარდა იმისა, რომ ფიშერი მონაწილეობდა ისეთ ფილმებში, როგორებიცაა „ძმები ბლუზები“ და „როცა ჰარი შეხვდა სალის“, მსახიობი ოთხი ნოველის ავტორია. 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე