ოპერისა და ბალეტის თეატრში 2 სპექტაკლი და საზეიმო გალა კონცერტი, სახელმწიფოს 645 ათასი ლარი უჯდება

საქართველო, თბილისი - 16:22 | 24.10.2015
ნანახია: 1718

ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში 2 სპექტაკლის დადგმა და საზეიმო გალა კონცერტის მოწყობა სახელმწიფო ბიუჯეტს 645 ათასი ლარი უჯდება. როგორც მთავრობის №2175 განკარგულებიდან ირკვევა, ეს თანხა ამ პროექტებისათვის საკმარისი არ ყოფილა, რადგანაც განკარგულებაში აღნიშნულია რომ ეს თანხა საჭიროა ამ ღონისძიებების ნაწილობრივი დაფინანსებისთვის.

„სსიპ − ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის გახსნასთან დაკავშირებით, ჯორჯ ბალანჩინის საბალეტო სპექტაკლ „სიმფონი ინ სის“, ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერის“ და საზეიმო გალა კონცერტის დადგმასთან დაკავშირებული ხარჯების ნაწილობრივი დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გამოუყოს   644 805 ლარი”, აღნიშნულია განკარგულებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე