ლერი ხაბელოვი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად აირჩიეს

საქართველო, თბილისი - 16:05 | 23.12.2016
ნანახია: 2004

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად ლერი ხაბელოვი აირჩიეს, მან 78 მიიღო, ხოლო მეორე კანდიდატმა ირაკლი მეძმარიაშვილმა - 57.

არჩევნები ფარული კენჭისყრით ჩატარდა. წესის მიხედვით, არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, თუ მას ხმა მისცა ხმის უფლების მქონე დამსწრე დელეგატთა ნახევარზე მეტმა.

დელეგატებს შორის არიან სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები. ასევე ოლიმპიური ჩემპიონები და 5 არაოლიმპიური სახეობა. ასევე დელეგატებად არიან რეგისტრირებული განსაკუთრებული დამსახურებისთვის ნონა გაფრინდაშვილი, ჯანო ბაგრატიონი და თენგიზ გაჩეჩილაძე. 

სულ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნებში ხმის უფლების მქონე 136 დელეგატი მონაწილეობდა. 

ლერი ხაბელოვი საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს 4 წლის ვადით უხელმძღვანელებს. 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე