ქვეყნის მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიების წარმოებისთვის დამატებით 7,5 მლნ ლარი დაიხარჯება

საქართველო, თბილისი - 16:52 | 24.10.2015
ნანახია: 1939

საქართველოს მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიების წარმოების მიზნით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დამატებით 7,5 მლნ ლარი მიიღო. დაფინანსება ადმინისტრაციამ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ჩაერიცხება. როგორც მთავრობის №2167 განკარგულებიდან ირკვევა, საქართველოს მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიების წარმოების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „ საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან , საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას გამოუყოს 7 500 000 ლარი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე