დიმიტრი ქუმსიშვილი კახეთში სასტუმრო „შატო შუხმანის“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო
საქართველო, თბილისი - 10:42 | 24.10.2015 ნანახია: 2239კახეთში, „შატო შუხმანის“ გახსნის ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე და მსოფლიო ბანკის მდგრადი განვითარების პროგრამების კოორდინატორი სამხრეთ კავკასიაში აჰმედ აივეიდა დაესწრნენ. ღონისძიებას ასევე კახეთის რეგიონის სახელმწიფო-რწმუნებულ გუბერნატორი, ალავერდელი მიტრიპოლიტი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
„შუხმან ვაინს ჯორჯია“ თელავის რაიონის სოფელ კისისხევში რამდენიმე წლის წინ ამოქმედდა. მისი დამფუძნებელი და ინვესტორია გერმანელი მეცენატი ბურხარდ შუხმანი, რომლის თაოსნობით აშენდა თანამედროვე ტექნოლოგიური საწარმო, ღვინის მარანი და განახლდა სასტუმრო „შატო შუხმანი,“ რომლის პრეზენტაციაც 23 ოქტომბერს გაიმართა. კომპანია ყოველწლიურად 2 მილიონ ბოთლამდე ღვინოს აწარმოებს და მისი პროდუქცია მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება. „შუხმან ვაინს ჯორჯიაში“ ამჟამად 260 ადამიანია დასაქმებული, განხორციელებული ინვესტიციების რაოდენობა კი 6,5 მილიონ ევროს შეადგენს.
„პირველ რიგში მინდა ბატონ შუხმანს მივულოცო დღევანდელი დღე. ეს არის გერმანელი ინვესტორი, რომელიც კარგა ხანია საქართველოში ინვესტიციებს ახორციელებს. მისი ინვესტიციები დაიწყო მცირედით და დღეს კომპანიის შატო უკვე მოზრდილი სასტუმროა. გაყიდვებიდან, რომელიც „შუხმან ვაინს“ აქვს, შარშანდელი წელი იყო მილიონ ოთხასი ათასი ბოთლი და მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელ წელს, ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებში საკმაოდ დიდი პრობლემებია, ამ საწარმოს კარგი გაყიდვები ექნება. მინდა აღვნიშნო, რომ ტურიზმი და მეღვინეობა არის საქართველოს ეკონომიკის ტრადიციული მიმართულებები და შესაბამისად, ყველა წარმატება, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს, ჩვენ ძალიან გვახარებს და ამას ყველანაირად ხელს ვუწყობთ. ამ მიმართულებით კომპანიას გამოყენებული აქვს როგორც პროგრამა „აწარმოე საქართველოში,“ ასევე სხვა პროგრამები, რომელიც სახელმწიფომ დანერგა და შესაბამისად, დღეს უკვე შედეგს ვნახულობთ“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ “შუხმან ვაინს ჯორჯიამ” მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახორციელა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით. მათი დახმარებით მოხდა სასტუმრომდე მისასვლელი ერთკილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია, გაიმართა წყალმომარაგებისა და სანიაღვრე სისტემები, რის შედეგადაც კომპანიამ შექმნა დამატებითი 50 სამუშაო ადგილი და გააფართოვა არსებული ბიზნესი.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















