სუსი ხელისუფლების დასამხობად და ხელში ჩასაგდებად შეთქმულებისთვის საგამოძიებო ღონისძიებებს გაატარებს

საქართველო, თბილისი - 11:38 | 24.10.2015
ნანახია: 2175

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.

დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე