ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გასაღების ფაქტზე, ინდ. მეწარმე დააკავეს

საქართველო, თბილისი - 11:13 | 24.10.2015
ნანახია: 1791

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გასაღების ფაქტზე, ინდ. მეწარმე, პაატა გელაშვილი დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, დაამზადა და გაასაღა ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები, რომელშიც შეიტანა ყალბი მონაცემები არარსებული პროდუქციის მიწოდების და ხე-ტყის წარმოშობის შესახებ.

საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 დან 4 წლამდე




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე