სოფელ ნუკრიანში დამწვარ კულტურის სახლს სიღნაღის რაიონის გამგეობა აღადგენს

საქართველო, თბილისი - 15:03 | 19.12.2016
ნანახია: 2467

სოფელ ნუკრიანში დამწვარ კულტურის სახლს სიღნაღის რაიონის გამგეობა აღადგენს, ამის შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტი სგამგებელმა, დავით ჯანიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

"კულტურის სახლის შენობა, რომელშიც სხვადასხვა ორგანიზაციები იყო განთავსებული გამგეობის ბალანსზეა. შესაბამისად ჩვენი აღსადგენი და გასაკეთებელია. მთლიანად დამწვარია შენობის სახურავი და რამდენიმე ოთახი, რომლის აღდგენასაც სავარაუდოდ 200 ათასი ლარი დასჭირდება, თუმცა უკვე შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც ხანძრისგან მიყენებულ ზარალს დაითვლის და ზუსტი ოდენობა დაახლოებით ერთ კვირაში გვეცოდინება", - აცხადებს დავით ჯანიკაშვილი.

ხანძარი სოფელ ნუკრიანის კულტურის სახლში გუშინ ღამით გაჩნდა. წინასწარი ვერსიით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი ელექტროსადენები გახდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე