დიმიტრი ქუმსიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ადმინისტრაციამ საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებს მხარი დაუჭირა
საქართველო, თბილისი - 18:30 | 16.12.2016 ნანახია: 1580
"ჩვენ მივესალმებით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებას ახალი სტრატეგიული გეგმის დამტკიცების შესახებ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბანკის ადმინისტრაციამ მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებს, რომლებიც მიმართულია სწრაფი ეკონომიკური განვითარებისკენ“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, „ბანკი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ერთერთი უმსხვილესი ინვესტორია. საქართველოში საქმიანობის მანძილზე მან ქვეყნის ეკონომიკა 3 მილიარდი დოლარის ოდენობის თანხით დააფინანსა. უახლოესი 4 წლის განმავლობაში ჩვენ, ბანკთან თანამშრომლობით, უმნიშვნელოვანეს რეფორმებს განვახორციელებთ, როგორიცაა ფინანსური ინსტრუმენტების განვითარება, მათ შორისაა, კაპიტალის ბაზარი.“
დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევრობანკი განიხილავს ინვესტიციების გამოყოფას საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში, რომლებიც საშუალებას მისცემს საქართველოს ისარგებლოს თავისი გეოგრაფიული მდებარეობის უპირატესობით სამხრეთ კავკასიას, ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ახალი ოთხწლიანი სტრატეგიული გეგმა საქართველოსთვის ასახავს ქვეყნის იმ პრიორიტეტებს,რომლებიც ახლახან განსაზღვრა საქართველოს მთავრობამ. დოკუმენტი მომზადდა ისეთი მხარეების სრული ჩართულობით, როგორებიცაა მთავრობა,კერძო სექტორი, საერთაშორისო ფინანსურიინსტიტუტები და დონორი ორგანიზაციები და მიიღო ბანკის აქციონერების, კერძოდ კი ევროპის კავშირისძლიერი მხარდაჭერა.
სტრატეგიულ გეგმაში გაწერილია შემდეგი პრიორიტეტები:
ევრობანკი გააგრძელებს კერძო სექტორის განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას ინოვაციის, გაზრდილიდამატებითი ღირებულების და ევროკავშირის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებისსტანდარტებსა და მოვალეობებთან შესაბამისობის გზით; ევრობანკი განაგრძობს მცირე და საშუალო ბიზნესისა და კერძოსექტორის მხარდაჭერას კარგად განვითარებული ადგილობრივი საბანკო სექტორის მეშვეობით, განსაკუთრებული აქცენტით ისეთმაღალი პოტენციალის მქონე მიმართულებებზე, როგორებიცაა სოფლის მეურნეობა, მასპინძლობის სექტორი და ინოვაცია; ბანკიგეგმავს ფინანსური მხარდაჭერის კონცენტრაციას მუშახელის სწავლების უნარებში, გამოკვეთილი აქცენტით რეგიონალური ჩართულობის, ახალგაზრდობისა და გენდერულ საკითხებზე.
ფინანსური სექტორის კუთხით, ევრობანკის პრიორიტეტი იქნება ფინანსური შუამავლობის გაღრმავება და ადგილობრივისავალუტო და სასესხო კაპიტალის ბაზრების განვითარება, რათა კერძო სექტორს ჰქონდეს ფინანსებზე წვდომის უკეთესიშესაძლებლობა;
ბანკის კიდევ ერთი პრიორიტეტი იქნება ბაზრების გაფართოება რეგიონთაშორისი კავშირის გზით, საქართველოს, როგორცრეგიონალური დამაკავშირებელი რგოლის, პოტენციალის გაზრდა - ქვეყნის ინფრასტუქტურის შემდგომი მოდერნიზაციისსაშუალებით. ევრობანკი განიხილავს ისეთ ინვესტიციებს საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის პროგრამისფარგლებში, რომლებიც საშუალებას მისცემს საქართველოს ისარგებლოს თავისი გეოგრაფიული მდებარეობის უპირატესობითსამხრეთ კავკასიას, ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის.
გარდა ამისა, ახალი სტრატეგიული გეგმა გულისხმობს გაძლიერებულ აქცენტს განახლებადი ენერგიის, რესურსებისეფექტურობისა და კლიმატურ ცვლილებთან ადაპტაციის თემების წინ წამოწევაზე, რათა გაუმჯობესდეს, ამ კუთხით, ქვეყნისეკონომიკის კონკურენტუნარიანობა და მდგრადობა; ევრობანკი გააგრძელებს განახლებადი ენერგიის მწარმოებლურობისამხარდაჭერას ჰიდროელექტროობაში ისევე, როგორც გადამცემი ხაზების შენებას რეგიონალური ბაზრების დასაკავშირებლად;სპეციალური ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმა იმუშავებს ენერგიის გადაჭარბებული ხარჯვის პრობლემის დაძლევაზე.
საქართველოში თავისი მოღვაწეობის დაწყების დღიდან, ევრობანკმა გამოყო 3 მილიარდ ევრომდე დაახლოებით 200 პროექტის დასაფინანსებლადფინანსურ, კორპორატიურ, ინფრასტრუქტურულ თუ ენერგო სექტორებში. ბანკის ინვესტიციის 91 პროცენტი კერძო სექტორში განხორციელდა; ბანკისარსებული პორტფელის 40 პროცენტი ენერგოსექტორშია, რასაც მოსდევს ფინანსური სექტორი 27 პროცენტით; მრეწველობა და კომერცია იკავებს 26პროცენტს, ინფრასტრუქტურა კი - 6 პროცენტს.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















