დემი მურმა ახალი რომანი ”სპაიდერმენთან” გააჩაღა

საქართველო, თბილისი - 18:35 | 14.12.2016
ნანახია: 1671

მას შემდეგ რაც 54 წლის დემი მურმა ყოფილი ქმარი ეშტონ კატჩერი  მის ახალ ცოლს მილა კუნისს ვერ დააშორა და მისი დაბრუნების იმედი საბოლოოდ დაკარგა, სათადარიგო ვარიანტების ძებნას შეუდგა.

აღმოჩნდა, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავს შორს წასვლა არ დასჭირვებია. მან ამ ჯერზე რომანი ”ადამიანი ობობას” ვარსკვლავთან,  41 წლის ტობი მაგუაირთან გააჩაღა.

მური და მაგუაირი ერთამანეთს ჯერ კიდევ 2002 წელს ხვდებოდნენ, მაგრამ მაშინ მათი რომანი ხანმოკლე აღმოჩნდა. ტობი სტუდია MGM-ის ხელმძღვანელის ქალიშვილზე დაქორწინდა. წყვილს ორი შვილი შეეძინა, თუმცა მათ ქორწინებას ამანაც ვერ უშველა. ცოლთან გაყრის შემდეგ მსახიობმა სიმშვიდე კვლავ ყოფილი საყვარლს მკლავებში მოიპოვა.

წყვილი თავიანთ რომანს არ ახმაურებს. ტობი დე დემი ერთმანეთს საიდუმლოდ ხვდებიან.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე