„მადლიერების დღე“ - „Marigold“-ის საჩუქარი ჟურნალისტებს!
საქართველო, თბილისი - 11:40 | 13.12.2016 ნანახია: 3245
დღე, როდესაც ჟურნალისტი ქალი ან ჟურნალისტი მამაკაცი ივიწყებს თავის პროფესიას და ხდება პერსონაჟი, რომელიც მას სურს. დღე, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანს - გალამაზდეს, გაიპრანჭოს, ითამაშოს, იპოზიოროს, განიტვირთოს და კიდევ უფრო დაიმეგობროს კოლეგები. დიახ, ლაპარაკია „მადლიერების დღეზე“, რომელსაც მოდის სახლი „მარი გოლდი“ უკვე მეხუთე წელია ტრადიციულად აღნიშნავს და ჟურნალისტებს წინასაახალწლო განწყობას უქმნის.
თავდაპირველად, იდეა გაუჩნდა თეა გუნთაიშვილს, რომელიც „მარი გოლდის“ დამფუძნებელთან - თამარ ნადირაძესთან ერთად 5 წლის წინ განახორციელა და მას შემდეგ ისინი წარმატებულად განაგრძობენ ამ საქმეს.
"დავამთავრე სამხატვრო აკადემია. მთელი ბავშვობა მინდოდა, თეატრისა და კინოს მხატვარი ვყოფილიყავი. 6 წელია, „მარი გოლდის“ პიარს ვხელმძღვანელობ და ყველა ჟურნალისტთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს, ამიტომ მინდოდა, რომ მათ „მადლიერების დღე“ ჩვენთან ერთად აღენიშნათ. რომ არა თქვენ, ჟურნალისტები, იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, საზოგადოების წინაშე ვერ გავიტანდით. რაც შეეხება საკარნავალო სამოსს, ამისათვის ყოველ წელს სხვადასხვა გმირების კოსტიუმებს ვამატებთ. კარნავალს ყოველთვის დეკემბერში ვმართავთ, რადგან გვინდა, პირველებმა შევუქმნათ ჟურნალისტებს წინასაახალწლო განწყობა და მივულოცოთ მათ დამდეგი ახალი წელი“, - განაცხადა „მარი გოლდის“ პიარმა თეა გუნთაიშვილმა.
„მადლიერების დღე“ ჟურნალისტებმა და „მარი გოლდის“ თანამშრომლებმა „კრეატივ ბარში“ აღვნიშნეთ. კარნავალში მონაწილეობას იღებდნენ ტელე-რადიო, პრესისა და ინტერნეტ-საინფორმაციო სააგენტოების წარმომადგენლები, ვისთვისაც სპეციალურად შეიქმნა კოსტიუმები.
„მოდის სახლ ,,მარი გოლდის" პროექტებში უკვე წლებია ვმონაწილეობ, ამიტომ ამ კოლექტივთან მეგობრობა და თანამშრომლობა ჩემთვის დიდი სიამოვნებაა. სპეციალურად ჟურნალისტებისათვის ორგანიზებული მედია-კარნავალები ყოველთვის განსაკუთრებული მხიარულებითა და ემოციით გამოირჩევა. წინასაახალწლოდ, ერთი დღით, ჩვენ ბავშვობის ზღაპრების საყვარელ პერსონაჟებად გარდავისახებით და ულამაზეს კოსტიუმებში გამოწყობილნი თბილისის ქუჩებში ფოტოსესიისათვის ვპოზირებთ. ამჯერად, ფიფქიას კოსტიუმში გამოვეწყე. მართალია, შვიდი ჯუჯა და უფლისწული არ მყავდა, მაგრამ ბოროტ ჯადოქარს, რომელსაც ,,მოწამლული ვაშლი" ჰქონდა და ჩემი ერთ-ერთი კოლეგა განასახიერებდა, მაინც გადავურჩი (იცინის). დიდი მადლობა ,,მარი გოლდს", სილამაზის სალონს ,,ჰავაიან დრიმ" და მის კოლექტივს, რომელმაც საჩუქრად 100 ლარიანი ვაუჩერი გადმომცა და ჩვენი საღამოს მასპინძელ „კრეატორ ბარს". მადლობა, თეა გუნთაიშვილსა და თამარ ნადირაძეს", - განაცხადა ჟურნალისტმა თამთა დადეშელმა.
კარნავალის მსვლელობა დაიწყო ახალ ტიფლისში, სადაც გაიმართა ფოტოსესია, რომელსაც უზრუნველყოფდა ფოტოგრაფი დავით ჩაკაბერია. სუსხიანი ამინდის მიუხედავად, ჟურნალისტებმა ვაჟკაცურად გაუძლეს სიცივეს და როგორც პროფესიონალი მოდელები, ისე პოზირებდნენ. ფოტოსესია „კრეატივ ბარში“ გაგრძელდა, რომელიც ალაფურშეტით, ტორტის გაჭრითა და სასმელით დაგვირგვინდა, ხოლო რაც ყველაზე მთავარია, სტუმრების განწყობაზე ბენდი „ლაბირინთი“ ზრუნავდა.
სპეციალურად მედია კარნავალისთვის, „ლოვ ტურმა“ ჩამოიყვანა სანტა კლაუსი, რომელმაც სამახსოვრო საჩუქრები გადასცა მედიის წარმომადგენლებს. 35 ჟურნალისტის იმიჯზე კი იზრუნა სალონმა „Hawaiian Dream”.
„მეხუთე წელიწადია, ვთანამშრომლობთ მედიასთან. ამ პროექტების ავტორია თეა. რაც შეეხება დღევანდელ საღამოს, ჩვენ შევეცადეთ, აქ მხიარული, წინასაახალწლო განწყობა შეგვექმნა. ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს არის „მარი გოლდისა“ და მისი ოჯახის სამადლობელი მასმედიის მიმართ, რადგან რომ არა ისინი და მათი გვერდში დგომა, ჩვენ ამ მოკლე პერიოდში მთელ საქართველოში, მის ყველა ოჯახში ვერ ვიქნებოდით შესულნი - ჟურნალისტებო, ეს თქვენი დამსახურებაა!
დღეს ვბრუნდებით ბავშვობაში, ყველაზე სუფთა და წმინდა პერიოდში, რაც კი გაგვაჩნია. ვცდილობთ, შევქმნათ ბედნიერი, წინასაახალწლო განწყობა და რაც ყველაზე მთავარია, დავამტკიცოთ, რომ ძალა ერთობაშია, მეგობრობაშია და მე მიხარია, რომ თუკი სხვა დროს სხვადასხვა ღონისძიებაზე მიდიხართ და არ გაქვთ დრო ერთმანეთთან საკონტაქტოდ, ყველნი ცალ-ცალკე ხართ, დღეს, გინდათ თუ არა, დილის 9 საათიდან გვიანობამდე ხართ ერთად, ერთად იღებთ სურათებს, ცვლით ინფორმაციას, მეგობრდებით, ურთიერთობა ნამდვილად შედგება. ჩვენ გადაგვარჩენს ერთად დგომა, მეგობრობა, სიყვარული, ურთიერთპატივისცემა. მგონი გასაყოფი არაფერი გვაქვს. მე ვამბობ, რომ თქვენ ძალიან დიდი ძალა ხართ, მე-4 ხელისუფლება კი არა, 1-ლი ხელისუფლება ხართ - მე ასე ვფიქრობ. დღევანდელი საღამო ადასტურებს ამ ერთიანობასა და ჩვენს მადლიერებას!
ხუთი წლის წინ მარტო ჩვენ ვიყავით, მხოლოდ „მარი გოლდი“ არსებობდა, დღეს კი უკვე გავიზარდეთ, ძალიან ბევრი კომპანია შემოგვიერთდა. მათაც სურთ, იყვნენ თქვენ გვერდით, რათა საჩუქრები გაჩუქონ და იმედი მაქვს, რომ მომავალში უფრო მეტნი ვიქნებით. ამბობენ, ადამიანის თვალები სულის სარკეაო. მინდა გითხრათ, რომ ეს საღამო ნამდვილად შედგა, რადგან ამაზე მეტყველებს თქვენი მომღიმარი სახეები და გაბრწყინებული თვალები!“, - განაცხადა „მარი გოლდის“ დამფუძნებელმა თამარ ნადირაძემ.
გიორგი საკარული, პრაიმნიუსჯორჯია
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















