ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო რამდენიმე რეფორმაზე მუშაობს

საქართველო, თბილისი - 14:36 | 23.10.2015
ნანახია: 1616

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მოსახლეობისთვის და ბიზნესისთვის გრძელვადიან საინვესტიციო რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით, რამდენიმე რეფორმას ახორციელებს. დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, უწყება ამ დროისათვის შემდეგი მიმართულებებით მუშაობს: საპენსიო რეფორმა, ექსპორტის დაკრედიტება, კაპიტალის ბაზრის განვითარება, განვითარების კორპორაცია.

უკვე ცნობილია, რომ საპენსიო რეფორმა პენსიის ნებაყოფლობით კერძო დაგროვებით სისტემაზე გადასვლა ითვალისწინებს, ხოლო ექსპორტის დაკრედიტება კი ამ მიმართულებით დაკრედიტების ინსტიტუტის ჩამოყალიბებას გულისხმობს: ექსპორტის დაზღვევა და ექსპორტის გარანტიების გაცემა ექსპორტის პოტენციალის მქონე კომპანიებისთვის.

რაც შეეხება კაპიტალის ბაზრის განვითარებას, რეფორმა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით - დაფინანსების ალტერნატიულ საშუალებებზე ხელმისაწვდომობას გულისხმობს.

განვითარების კორპორაცია კი არის რეგორმა ფინანსური ინსტიტუტი ბიზნესის განვითარების და ინვესტიციების ხელშეწყობისთვის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე