დღეის მონაცემებით, პრივატიზაციის გეგმა 131,8%-ითაა შესრულებული

საქართველო, თბილისი - 14:57 | 23.10.2015
ნანახია: 1673

2015 წელს პრივატიზაციის გეგმა, დღეის მონაცემებით, 131,8%-ითაა შესრულებული. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის კუთხით წარმატებები არსებობს.

„სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის კუთხით 2014 წელი საკმაოდ წარმატებით დავასრულეთ. წელსაც საკმაოდ წარმატებულები ვართ. გეტყვით, რომ დღემდე 110 მლნ ლარის ქონებაა გაყიდული. 2013-2015 წლებში 3364 აუქციონი იყო გამოცხადებული“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მინისტრის თქმით, 2014 წელს პრივატიზაციის გეგმა 1 %-ით გადაჭარვდა, ხოლო 2015 წლის მონაცემებით სახეზეა უკვე 31,8 %-იანი გადაჭარბება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე