check in georgia მომავალ წელსაც გაგრძელდება

საქართველო, თბილისი - 11:52 | 08.12.2016
ნანახია: 1546

პროექტი check in georgia 2017 წელსაც გაგრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ტურიზმის ადმისტრაცია უახლოეს მომავალში გამოაცხადებს განაცხადების მიღებას, ვგულისხმობ სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიებების შესახებ წინადადებებს.  ამის შემდეგ ჩვენ შეგვეძლება, შევადგინოთ  კალენდარი, რომელიც, ჩემი ვარაუდით, წლის დასაწყისში იქნება ცნობილი. როგორც გახსოვთ, წინა წელს საკმაოდ მრავალმხრივი ღონისძიებები გვქონდა. ჩამოვიყვანეთ საერთაშორისო მასშტაბის შემსრულებლები და ადგილობრივი შემოქმედებითი პოტენციალიც გამოვიყენეთ, როგორც ფოლკლორი, ასევე ესტრადა. ვფიქრობ, რომ მომავალი წლის პროგრამა, როგორც ჩვენი მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტებისთვის ძალიან საინტერესო იქნება”, - განაცხადა გიორგაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე