ჟირაფების რაოდენობა კატასტროფულად შემცირდა

საქართველო, თბილისი - 19:19 | 08.12.2016
ნანახია: 1425

ბოლო 30 წლის განმავლობაში ჟირაფების პოპულაცია დედამიწაზე 40 პროცენტით შემცირდა. საგანგაშო სტატისტიკას გარემოს დაცვის საერთაშორისო კავშირი აქვეყნებს.

ოფიციალური სტატისტიკით, 1985 წელს პლანენაზე 163 ათასამდე ჟირაფი ცხოვრობდა. დღეისათის კი მათი რიცხვი 98 ათასამდე არის შემცირებული. ამის მიზეზად ბრაკონიერობა, რეგიონალური კონფლიქტები, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა და სხვა ფაქტორები სახელდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე