საქართველოს ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებაზე მუშაობს

საქართველო, თბილისი - 13:40 | 23.10.2015
ნანახია: 1626

 

საქართველოს ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA)თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება სურს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სამინისტროს 3 წლიანი მუშაობის შეჯამებისას განაცხადა, ქვეყანა პრეფერენციული რეჟიმების არეალის გაფართოებაზე ინტენსიურად მუშაობს. სწორედ ამიტომ დაწყებულია მუშაობა ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებაზე. როგორც ქუმსიშვილმა განმარტა, აღნიშნული შეთანხმებით კი საქართველოს დამატებით 14 მილიონიანი ბაზრის კარი ეხსნება. მთავრობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებაზე მოლაპარაკებებს იწყებთ ჩინეთთანაც.

აღნიშნული შეთანხმებების გაფორმების შედეგად, საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ექნება მსოფლიო ბაზრის 1/3-თან“, აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდა ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA), რისი მეშვეობითაც ქვეყანას თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის მქონე 500 მილიონიან სამომხმარებლო ბაზართან გაეხსნა წვდომა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე